თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბეთანიაში თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო.
თამარ მეფის ქუჩაზე გზის საფარის განახლება მოხდება, სალბიერის ქუჩაზე კი, სადაც გრუნტის გზაა, მოეწყობა საფუძველი და პირველად დაიგება ასფალტი.
მათივე ცნობით, პროექტის თანახმად, საერთო ჯამში, 12 740 მ2 ფართობის გზა მოეწყობა. გზის რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
„დავიწყეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი...
წყალტუბოში, დევნილთა დასახლებაში, მალე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ ნათქვამია წყალტუბოს მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულება 210 000 ევროს ფარგლებში განისაზღვრება და მოიცავს როგორც საბავშვო ბაღის შენობის აგებას, ასევე მის ინვენტარით უზრუნველყოფას.
დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ლტოლვილთა დანიის საბჭო ფოთში, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას ააშენებს. კერძოდ, 9 აპრილის ხეივანზე, N5 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ადგილას, ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, 120 აღსაზრდელზე გათვალისწინებული საბავშვო ბაღი აშენდება. საერთაშორისო ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე 26 ივნისს გამოცხადდება.
ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს ხელი ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის...
დიდუბის რაიონის გამგეობა მეტრეველის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ასრულებს. ამ ეტაპზე, კონტრაქტორი კომპანია ასფალტის მეორე ფენას აგებს.
პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარები, ბორდიურები, ქუჩაზე არსებული ოთხი თბილისური ტიპის ეზო. სამუშაოები ჯამში 4 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.
აღნიშნულ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ 200 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ვლადიმერ ძნელაძესთან...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ვალესა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებს, რომლებსაც მომთაბარე მწყემსების პირუტყვმა საძოვრები და სასმელ წყლის სისტემა დაუზიანეს, მხარის რწუნებული ბესიკ ამირანაშვილი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ძალიან რთული საქმეა და უნდა მოვაგვაროთ, სადაც ჩვენ ვთიბავთ დღეს ასფალტივითაა, რა გავთიბოთ და ჩვენს საქონელს რა ვაჭამოთ? მწყემსებმა საქონელი დაახლოებით სამი კვირის წინ შემოიყვანეს, ცხვარი კი ორი კვირის წინ. ერთი დღეში...
2019 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ეზოების კეთილმოწყობისთვის 1 290 000 ლარი დაიხარჯა. ეზოები კეთილმოეწყო სოხუმის, თამარ მეფის, შალვა ქირიას , თაბუკაშვილისა და გამსახურდიას ქუჩებზე.
აღნიშნულის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს ეზოები ეწყობა პეტრიაშვილის, გორისა და ბუკიას ქუჩებზე, რისთვისაც 675 000 ლარია გამოყოფილი.
“მოეწყო 5 საბავშვო მოედანი, ღირებულებით 165 000 ლარი. სათამაშო მოედნები მოეწყო თამარ მეფის, ბუკიას, გამსახურდიას, ერისთავისა...
2019 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 25 სოციალური სახლი აშენდა, ,,ერთი თბილი ოთახის” პროგრამაში 18 ოჯახი ჩაერთო. მიმდინარე წელს კი 25 სახლი აშენდება. შეიცვალება საცხოვრებელი სახლების დიზაინი და გაიზარდება მოცულობა.
,,სოციალურ სახლებთან ერთად, თავისუფლების ქუჩაზე, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის 20 ბინიანი კორპუსის მშენებლობას ვაპირებთ, ასევე რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი ,,ჩემი მორდუ” აშენდება. პროექტს საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” ახორციელებს და მისი ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი დააკავა. დაკავებულია კულტურის ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო დიდების მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი ბ. ხ.
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 24 ივნისს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, მოქალაქეს ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი...
საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული რეკომენდაციების შემსუბუქების მიუხედავად, რუსთავის საკრებულო აგრძელებს საკითხების დახურულ სხდომებზე განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
რუსთავის თვითმმართველობის შენობის იმ ნაწილის შესასვლელ კარებზე, სადაც ადგილობრივი საკრებულოა განთავსებული, გამოკრულია გამაფრთხილებელი წარწერა: „მოქალაქეთა შესვლა არ შეიძლება“.
შენობის ხსენებულ ნაწილში, განსხვავებით მერიისთვის დათმობილი ფლიგელისა, არც ჟურნალისტებს უშვებენ, რასაც უზრუნველყოფენ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები,...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროში მიმდინარე სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის გამო შეფერხდა და ის დათქმულ ვადაზე სამი თვით გვიან დასრულდება. კალაძის თქმით, საზღვრების ჩაკეტვის გამო, ვერ ხერხდებოდა გამნიავებელი სისტემის ჩამოტანა.
„მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო და იმ რეჟიმით ვერ მიმდინარეობდა მუშაობა. საზღვრები იყო ჩაკეტილი და აგრეგატები უნდა ჩამოსულიყო უცხოეთიდან. ეს არის გამნიავებელი სისტემა, დაახლოებთ 30 გამნიავებელი სისტემა უნდა ჩამოვიდეს და ამან გარკვეული შეფერხება გამოიწვია...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების კომპანიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ტარიფის მატების გარეშე მოახერხოს მიკროავტობუსების შესყიდვა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ ყიდულობს მერია კერძო კომპანიისთვის მიკროავტობუსებს.
კალაძის განცხადებით, კომპანიას აქვს ვალდებულება 2021-2022 წლებში გამოსიყიდოს მიკროავტობუსები.
„ამის საფუძველი არის ის, რომ გამოიცვალოს ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმ...
საკმაოდ დიდი მოცულობის ვალს ვიღებთ წელს. ეს ვალი ავიღეთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი უფრო რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის და ეკონომიკური კრიზისისთვის მზად იყოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებული შეფასებებით, მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობა 60%-იან ნიშნულს არ გასცდება.
„მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დაახლოებით 56%-მდე ადის. ეს არის მაღალი მაჩვენებელი. ბიუჯეტის გადამუშავებულ...
ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტს წლის ბოლომდე 25 ახალი ავტობუსი ეყოლება, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომელიც ბოტანიკურ ბაღში ამ წუთებში მიმდინარეობს.
მერის განცხადებით, ახალი ტრანსპორტის შემოსვლის პარალელურად გაიზრდება მარშრუტების რაოდენობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
„ასევე ვმუშაობთ, რომ გახანგრძლივდეს მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, რათა უფრო გვიან შეძლონ მოქალაქეებმა ცენტრიდან ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაადგილება“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მერის...
ინტერნეტში ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციის მიზნით, პეტიცია განთავსდა. პეტიციაში ტყე-პარკის სახელმიფო საკუთრებიდან მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემას, მის შემდგომ რეაბილიტაციასა და შემდგომ მოვლა-პატრონობას ითხოვენ.
“ქალაქ ოზურგეთის ერთერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცე და ღირსშესანიშნაობა არის ექადიის ტყე-პარკი. ტყე-პარკი გაშენებულია, დაახლოებით, 17 ჰექტარ ტერიტორიაზე ზრდასრული, მრავაწლოვანი, მათ შორის, იშვიათი ჯიშის ხეებით. ტყე-პარკი ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაშია, მაგრამ მოუვლელია და უპატრონოდაა მიტოვებული.
2019 წელს ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობასთან ჩატარებული ფოკუსჯგუფების...
შემდეგი სტატია
დღეს, 24 ივნისს ახალციხის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათი სოფლების კუთვნილ სათიბებში კახეთიდან ჩამოსული მწყემსები ცხვრებს აძოვებენ. ისინი პრობლემების მოგვარების მიზნით, მხარის რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილები ამბობენ, რომ სათიბების გარდა, პირუტყვი მათ სასმელ წყალსაც აბინძურებს. მთაში, სადაც სათიბებია მწყემსებს 6000–ზე მეტი ცხვარი ჰყავთ აყვანილი.
„ახალციხის 13 სოფლიდან ვართ,...
ზუგდიდის მერის განცხადებით, შალვა დადიანის სახელობის თეატრის მშენებლობა მომავალ წელს, დასაწყისში დასრულდება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას, რომელიც ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს, გიორგი შენგელიამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს მალე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თეატრი ორი დარბაზით, რომელიც დაახლოებით 570 მოქალაქეზე იქნება გათვლილი.
"ჩვენი ძალიან მაგარი დასი იმსახურებს, რომ ასეთი თეატრი ჰქონდეთ და მერე ძალიან მაგარი სპექტაკლებით გაგვანებივრებენ, დარწმუნებული ვარ", -...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































