ზუგდიდის მერის განცხადებით, შალვა დადიანის სახელობის თეატრის მშენებლობა მომავალ წელს, დასაწყისში დასრულდება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას, რომელიც ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს, გიორგი შენგელიამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს მალე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თეატრი ორი დარბაზით, რომელიც დაახლოებით 570 მოქალაქეზე იქნება გათვლილი.
“ჩვენი ძალიან მაგარი დასი იმსახურებს, რომ ასეთი თეატრი ჰქონდეთ და მერე ძალიან მაგარი სპექტაკლებით გაგვანებივრებენ, დარწმუნებული ვარ”, – აღნიშნა მერმა.
მისივე თქმით, მშენებლობისთვის ფონდმა “ქართუმ” 16 მილიონი ლარი გამოყო.
თეატრის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. თავდაპირველად, პროექტი ითვალისწინებდა შენობის რეკონსტრუქციას, თუმცა 70 წლის შენობის დანგრევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით, ფუნდამენტი მყარი არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც შენობა ხელახლა დაპროექტდა და მშენებლობა დაიწყო.