ბათუმის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კახიძე პარტიიდან „მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის” გამო გაირიცხა. „ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე გარიცხულია პარტია “ქართული ოცნებიდან", შესაბამისად გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით”, - ნათქვამია განცხადებაში.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მოისმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ანგარიში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ მომხმარებელთა ინტერესების...
პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის არჩევნებში რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა და საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით, ნაცვლად ძველი რედაქციით გათვალისწინებული 25 000 ხელმოწერისა, - აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის მონაწილეობის წესი შეიცვალა. პარლამენტმა 2020...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე კონკრეტული წინადადება შესთავაზეს, თუმცა მათი მხრიდან ამ შეთავაზებაზე სიგნალი ჯერჯერობით უარყოფითია. როგორ ბოკერია აღნიშნავს, მათ უბნების გარშემო გარკვეულ პერიმეტრზე შეკრებები, უბნებში ტელეფონების შეტანა და სხვა რიგი პრობლემური საკითხების მარტივი გადაწყვეტა შესთავაზეს. „ჩვენ დისკუსიაში ვმონაწილეობდით და საერთაშორისო რეკომენდაციებიდან გამომდინარე რამდენიმე ძალიან კონკრეტული წინადადება გვაქვს, რომელიც შეამცირებს ზეწოლის რისკებს, დაძაბულობას...
რუსთავის მერია
ქალაქ რუსთავის 2020 წლის ბიუჯეტი 904 ათასი ლარით შემცირდა. როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განმარტა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაზუსტდა რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული ტრანსფერი და ტენდერებიდან დარჩენილი ეკონომიების გათვალისწინებით, 904 900 ლარით მისი შემცირება მოხდა. ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, ქალაქში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩანაცვლება მოხდა. კერძოდ, რუსთავის შემოსასვლელის პროექტის განხორციელების ნაცვლად ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. ასევე, მუსიკალურის რეაბილიტაციის ნაცვლად, ფიროსმანის...
დღეს, 30 ივნისს ახალციხის საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის მარტის, აპრილის და მაისის დასუფთავების გადასახადისგან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები გათავისუფლდებიან. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეშვიდე სხდომას 30 დეპუტატიდან მხოლოდ 24 ესწრებოდა. დეპუტატებმა საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს. კრებაზე არ იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში 11 500 ფიზიკური და 454 იურიდიული პირი პანდემიის გამო, სამი თვის,...
ლენტეხის სოფელ ნანარში მინისტადიონების მოწყობა მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პროქტის შემსრულებელი შპს "ლუკა-2003-ია", ღირებულება კი, 27 731 ლარს შეადგენს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, შემსრულებლების მხრიდან დაცულია, როგორც შესრულების ხარისხი, აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე რეკომენდაციები. სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადებია: 22.05.2020- 16.07.2020 წლებია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფლის მეურნეობის მიწების მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც მონიტორინგი უნდა გაუწიოს სახნავ–სათესი ნაკვეთების გასხვისების საკითხებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სოფლის მეურნეობის მიწების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს. „სამუშაო ჯგუფის ამოცანაა გააკონტროლოს სასოფლო-სამეურნეო მიწები, ვინ იყენებს და როგორ იყენებს მათ. საგადასახადო სფერო უნდა დაზუსტდეს ისე, რომ ისინი გახდნენ გადასახადის გადამხდელნი“,– გვითხრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, სუმბატ კიურეღიანმა. მონიტორინგის...
კასპის მერის არჩევნები 2020 წლის შემოდგომით ჩატარდება. ადგილობრივი ამომრჩეველი, პარლამენტის წევრებთან ერთად, მერსაც აირჩევს. კასპის მერის კანდიდატი ოპოზიციიდან ნუგზარ ნონიაშვილი იქნება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. "ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბადრი ბასიშვილის თქმით, ეს საკითხი გადაწყვეტილია. მერის ხელახალი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, როდესაც თანამდებობა არჩეულმა მერმა, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მანუჩარ მერებაშვილმა დატოვა. ის დღემდე არ აკეთებს კომენტარს...
წინა სტატია მანიპულაცია რომ გამოირიცხოს, საარჩევნო კოდექსით წინასწარ იქნება განსაზღვრული მეორე ტურის ჩატარების ვადა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საარჩევნო ცვლილებებზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა. როგორც კობახიძემ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხების რეგულაციაზე საუბრისას აღნიშნა, ეუთო/ოდირის რეკომენდაცია იყო, რომ უფრო მკაფიოდ ყოფილიყო აღნიშნული საკითხები მოწესრიგებული. „ვადები დგინდება მკაფიოდ. მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებისთვის სამი კვირის თავზე ტარდება არჩევნების მეორე ტური,...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განმარტავს. მისი განცხადებით, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება. კობახიძის თქმით, მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით. „პროექტით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც, დღეს სანქცია მოქმედებს 100 ლარზე ზევით მოსყიდვაზე. სიძულვილის ენას რაც შეეხება, აქ გვინდოდა უფრო მკაფიო რეგულაციების ჩაწერა, თუმცა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ ოპოზიციური პარტიები და უარი ითქვა...
სტატიის გაგრძელება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო უბანთან, 25-მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის შეფერხება შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამავე კანონპროექტის მომხსენებელია, ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე განუცხადა. კანონპროექტში შესატანი ცვლილებების თანახმად, იცვლება პარტიების დაფინანსების წესიც. როგორც კობახიძე ამბობს, ახალი წესით, მცირე პარტიების წახალისება მოხდება. „საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, პერიმეტრში სააგიტაციო მასალების განთავსება იკრძალება, ასევე იკრძალება 25-მეტრიან...
არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევაზე ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა – გამოიწვევს მაუწყებლის დაჯარიმებას – 5000 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მედიის საშუალებების – 1500 ლარის ოდენობით.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამშენებლო კომპანიებს, მიმდინარე და ივლისის თვეში გამოსაცხადებელი ტენდერები გააცნო. უწყების ინფორმაციით, ტენდერების რაოდენობა 54-ს შეადგენს და მათი ჯამური საორიენტაციო ღირებულება 323 მილიონი ლარია. როგორც გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, წინასწარ გაცნობოდნენ პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და სატენდერო პირობებს, რათა უკეთ შეძლონ მომზადება ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 54 ტენდერიდან 16 მიმდინარეა, ხოლო 38 ტენდერის გამოცხადება...
ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგისთვის ფოთში პეტიცია შეიქმნა. მოსახლეობა ჰაერის უწყვეტი მონიტორინგისთვის სადგურების დამონტაჟებას ითხოვს. "ვითხოვთ, ატომოსფერული ჰაერის სრულად და უწვეტი მონიტორინგისათვის, ავტომატური სადგურების დამონტაჟებას ფოთის პორტისა და დიდი სამრეწველო ქარხნების ტერიტორიაზე (პორტის მიმდებარედ და ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში) პრობლემა: ფოთის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, უკვე თითქმის 20 წელია, ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის შედეგად, გამოუსწორებელი ზიანი ადგება. ნავსადგურისა და დიდი სამრეწველო ქარხნების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა...
„ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით,“ - ამ დევიზით რიყის პარკში გიდების აქცია-ფლეშმობი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ფერადი ქოლგები მიიტანეს და ამ ფორმით გამოეხმაურნენ უნგრელი კოლეგების ფლეშმობს, რომლებიც ბუდაპეშტის ცენტრში შეიკრიბნენ და ტურიზმის სიმბოლური აქციით გამოცოცხლება გადაწყვიტეს. რიყის პარკში შეკრებილები ამბობდნენ, რომ ქოლგა, მათი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია და სწორედ ფერადი ქოლგების საშუალებით უტურისტოდ დარჩენილ ქალაქს ხალისს შემატებენ. გიდები რიყის პარკში თანამოქალაქელებისა და ქალაქის სტუმრების შეკრებას ელოდებიან,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ