საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განმარტავს. მისი განცხადებით, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება.
კობახიძის თქმით, მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით.
„პროექტით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც, დღეს სანქცია მოქმედებს 100 ლარზე ზევით მოსყიდვაზე. სიძულვილის ენას რაც შეეხება, აქ გვინდოდა უფრო მკაფიო რეგულაციების ჩაწერა, თუმცა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ ოპოზიციური პარტიები და უარი ითქვა აქ რაიმეს დაზუსტებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, პროექტი მთლიანად შესაბისობაშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან და არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.