დღეს სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებულ სისტემაში დარეგისტრირდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ იურიდიულ კომპანია Hogan Lovells-თან 342,200 ევროდ (1.17 მილიონ ლარად) გაფორმებული ხელშეკრულება. სამინისტრო იურისტებს ფოთის ახალი ტერმინალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებისთვის ქირაობს.  ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდიდან ირკვევა, რომ "კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ 2020 წლის 11 თებერვალს წერილით მიმართა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...
მთავრობის განკარგულებით, კიდევ 113 ეკომიგრანტ ოჯახს წალკის, თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ახმეტის, ლაგოდეხის, სიღნაღისა და ხონის მუნიციპალიტეტებში სახლები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახლებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ფართები, ამ დრომდე, დაკანონებული არ ჰქონდათ. მიმდინარე წლის ბოლომდე, საცხოვრებელ ფართი კიდევ 200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდება, დამატებით 180 ოჯახს კი ახალი სახლი გადაეცემა. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს...
საქართველოში 4 000 მედიკოსი ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საკითხებში გადამზადდება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მედიკოსები ახალი სასწავლო სისტემის მეშვეობით გადამზადდებიან. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულმა სამედიცინო პერსონალმა გადამზადების ბევრი ეტაპი გაიარა, სწორედ სამედიცინო პერონალში 13%-დან 15-მდე მაინც დაფიქსირდა ახალი კორონავირუსის შემთხვევა. ამიტომ, ამირან გამყრელიძის თქმით, მუდმივი სწავლა აუცილებელია, რის საშუალებასაც შვედეთის მთავრობისა...
წინა სტატია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, დაზუსტდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის...
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC) მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებით რა სამართლებრივი რეალობა იარსებებს 15 ივლისის შემდგომ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების საკანონმდებლო საფუძველს ვადა 2020 წლის 15 ივლისს ეწურება, საზოგადოებისთვის კი უცნობია, თუ რა სამართლებრივი რეალობა იარსებებს ამის...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მზადაა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-14 სხდომაზე მიიღეს. საკითხი ბიუროს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარუდგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტში სრულადაა ასახული რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები. ,,ბიუროს გადაწყვეტილებითვე, კომიტეტებში განსახილველად შევიდა ნინო...
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი რევაზ ბარბაქაძე ესწრებოდა, ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს შექმნის დეტალებზე, ასევ კერძო, საჯარო და საგანმანათლებლო სექტორებს შორის ურთიერთანამშრომლობაზე ისაუბრეს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, მსგავსი სამუშაო შეხვედრა, მიმდინარე წლის მარტში, პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში“ ჩატარდა, სადაც ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს დებულების პრეზენტაცია გაიმართა. საბჭოს შექმნის ინიციტივა, რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები, რომელიც ირაკლი კობახიძემ წარადგინა, მეორე მოსმენით დაამტკიცა. მას მხარი დაუჭირა 94 დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდნენ - ალექსანდრე ერქვანია,ირმა ინაშვილი, გელა მიქაძე, ბიძინა გეგიძე. ცვლილებების განხილვას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ. ცვლილებები რამდენიმე სხვადასხვა კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, მაუწყებლის შესახებ კანონში, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში...
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის კონტროლი  რუსთავის მერიის “რუსთავსერვის ცენტრს” დაევალა. “ადმინისტრაციულ საზღვრებში ადმინისტრაციული დარღვევის ოქმის შედგენა,  სპეციალურ ადგილზე გადაყვანა და მოვლა-პატრონობა დაგვევალა “რუსთავ სერვისცენტს,“- განაცხადა გიორგი გოროზიამ. “რუსთავსერვისცენტრის” ხელმძღვანელმა Tv4-თან  კანონდარღვევის შემთხვევაში არსებული სანქციები განმარტა და აღნიშნა,რომ სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში  მსხვილფეხა პირუტყვის  სპეციალურ ადგილზე გადაყვანა მოხდება  და გადაყვანის ღირებულება 70 ლარი იქნება. “ქალაქის ტერიტორიაზე...
გორისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ყაზბეგის მერიის ცნობით, სოფელ გორისციხისა და ფხელშის შიდა გზების სარეაბილიტაციო და გორისციხის მიმართულებით მდინარე თერგზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ხორციელდება. “გორისციხის ხიდის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს “ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 669 252 ლარით ფინანსდება. სოფელ გორისციხისა და ფხელშის შიდა გზების...
ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტების მქონე ბაგა-ბაღის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის დასრულდება. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია –  შპს Building House ასრულებს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები აშენდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, მიმდინარე წლის გეგმით განსაზღვრული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და გამრიცხველიანების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. წინადადებების მიღება 8 ივლისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის სავარაუდო...
ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა იმ მიმდინარე პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, 2020 წლის რთველის სეზონზე ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც...
სტატიის გაგრძელება "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს საქმიანობა შეაფასა. ანგარიში 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით საკვლევ პერიოდს ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითად მიგნებებში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში საკრებულო აღმასრულებელ ორგანოსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა. ძირითადი მიგნებები კონტროლის ფუნქციის განხორციელება ქუთაისის საკრებულო საანგარიშო პერიოდში აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, საკრებულოს მიერ მის...
video
ქალაქ გურჯაანში, განსაკუთრებით, ცენტრალურ ქუჩებში პარკირების პრობლემაა. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. მძღოლებს ავტომობილის გასაჩერებლად, თავისუფალი ადგილის ძებნაში, ხშირად რამდენიმე წრის შემოვლა უწევთ. მოძრაობა ქაოსურია ფეხით მოსიარელეთა გადასასვლელებთანაც.
წინა სტატია „სამხრეთის კარიბჭე“ უკვე გიყვებოდათ იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ ქართუ ბანკს ერთ ნაკვეთში 14-ჯერ დიდი მიწა გაუცვალა. როგორ შეაფასა სახელწიფომ გაცემული და მიღებული ქონება - ჩვენს მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ „ქართუსთვის“ მიცემული 49 255 კვ.მ მხოლოდ 108 ათასი ლარით მეტი ღირს, ვიდრე „ქართუს“ მიერ სახელმწიფოსთვის დათმობილი 3 445 კვადრატი,"-  ამის შესახებ სტატიას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ქართუსთან“ გაფორმებული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ