ქალაქ გურჯაანში, განსაკუთრებით, ცენტრალურ ქუჩებში პარკირების პრობლემაა. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მძღოლებს ავტომობილის გასაჩერებლად, თავისუფალი ადგილის ძებნაში, ხშირად რამდენიმე წრის შემოვლა უწევთ. მოძრაობა ქაოსურია ფეხით მოსიარელეთა გადასასვლელებთანაც.