თბილისის საკრებულომ დაამტკიცა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი, ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვები ან დაუშვებელია. დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ზემოთ ჩამოთვლილი მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილ შემდეგ ზონებში: საცხოვრებელი ზონები, სპეციალური ზონები, სარეკრეაციო ზონები, სატრანსპორტო ზონები, ლანდშაპტურ-სარეკრეაცო ზონა,...
ქუთაისი ძალიან მალე გახდება საუნივერსიტეტო ჰაბი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის საგამოცდო ცენტრში განაცხადა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა. "წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს მათი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ქუთაისიდან, რომლის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს უკვე სტუდენტების ახალ ნაკადს მიიღებს და დარწმუნებული ვარ, ქუთაისი ძალიან მალე გახდება საუნივერსიტეტო ჰაბი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელ რეგიონში", -...
საქართველოს მხოლოდ 1.83 მილიონ მოქალაქეს აქვს წვდომა საკანალიზაციო სისტემაზე, ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. "2019 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.3%-ით გაიზარდა და 1.83 მილიონი (49.4 %) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 1.3%-ით და 1.36 მილიონი (36.5 %) შეადგინა," - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. როგორც ირკვევა, უკანასკნელი წლების განმავლობაში რეგიონებში წყალმომარაგების და წყალარინების...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ კარანტინის გამოცხადების შემდგომ 229 965.13 ლარის სხვადასხვა საკვები პროდუტი გამარტივებული წესით შეისყიდა. პირველი მოხსენებითი ბარათით მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ რისკ ჯგუფში მყოფი მოსახლეობისათვის (მარტოხელა მოხუცები) საკვები პროდუქციის შესყიდვის თაობაზე მარნეულის მერს, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა 25 მარტს მიმართა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. მუნიციპალიტეტმა 6 225 ლარიანი ხელშეკრულება ინდმეწარმა ილგარ ალექფეროვთან გააფორმა. ალაქფეროვის გარდა, თვეების...
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება, რის გამოც, 7 ივლისის 08:00 სთ- დან 8 ივლისის 14:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი თბილისის, ხოლო 8 ივლისის 14:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის...
გალის რაიონში საქმე გვაქვს საშინელ ჰუმანიტარულ კატასტოფასთან, – ამის შესახებ განცხადებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავრცელებს. ჯემალ გამახარიას განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ვინაიდან სოხუმის დეფაქტო ხელისუფლებამ პანდემიის საბაბით ჩაკეტა ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურზე, ისედაც გაუსაძლის პირობებში მცხოვრები გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მისი თქმით, გარესამყაროსგან მოწყვეტილ ადამიანებს ოთხ თვეზე მეტია, ხელი არ მიუწვდებათ დევნილის შემწეობის თანხაზე და პენსიაზე, რადგან ამ თანხებს ისინი ზუგდიდში...
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისის მოსახლეობას შეხვდა და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იმისათვის, რომ აღნიშნულ სოფელში სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი დარეგულირდეს და შეფერხების გარეშე მიეწოდოს მოსახლეობას წყალი გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტაშისკარის მაგისტრალური არხის ბოლო მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ რუისში შექმნილ შეფერხებებს აღმოფხვრის. “აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი,...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში, ირაკლი ნაფეტვარიძემ, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ფოთში წყალარინების ქსელის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში სამუშოები მიმდინარეობს ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. „მშენებელი კონტრაქტორი ახალი ქსელის მოწყობას რეკვავას, აკაკის, ჭავჭავაძის, წმინდა გიორგისა და თავდადებულის ქუჩებზე ახორციელებს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნულ ქუჩებზე კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციას დეტალურად გაეცნო და კონტრაქტორისგან მიიღო პირობა, რომ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, ახალი მინისტადიონი მოეწყო. გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მინისტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით დაიგეგმა. ,,ვულოცავ ახალგაზრდებს ახალ სტადიონს, მიხარია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ატარებენ დროს ახალ მოედანზე. სტადიონის რეაბილიტაცია სწორედ ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით დავგეგმეთ. მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში. სოფელში ფეხბურთის ორი გუნდია, მათ შორის, გოგონების გუნდიც. იმედი მაქვს, რომ კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი მათ...
წინა სტატია ახალციხის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარესთან, მამუკა მიქელაძესთან საპროცესო გაფორმდა. მას 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა და სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა. „ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანს გამამტყუნებელი განაჩენი ახალციხეში მიწის დაკანონების საქმეზე გამოუტანეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს, სამ ივლისს გაიმართა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა მამუკა მიქელაძე დამნაშავეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ცნო. ესენია: სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე...
აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებას აჭარის უმაღლესი საბჭოს 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტის მიხედვით, ექვსი მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. აღნიშნული კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, 21 დეპუტატი იქნება, აქედან 3 მაჟორიტარი, 18 კი პროპორციული წესით არჩეული. კანონპროექტის მიღებას აჭარის უმაღლესი საბჭოს მმართველი გუნდის წევრები ისტორიულ დღედ აფასებენ. ცნობისთვის, ცვლილებებს ბოიკოტი გამოუცხადა...
სამცხე-ჯავახეთში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი სამცხე-ჯავახეთში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობას სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო. "2020 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში გამოყოფილი იყო, დაახლოებით 33 მილიონ ლარამდე თანხა, რამაც საშუალება მისცა რეგიონს 51-მდე პროექტი დაეგეგმა და განეხორციელებინა. მათგან ნაწილი...
საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა ტროტუარი და 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. მათივე ცნობით, მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო. „ფანასკერტელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო, რაც პრობლემას ქმნიდა. საკმაოდ დიდი ქუჩაა და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მოძრაობს. პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება“, -...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. მათი ცნობით, გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი. „გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდ. ხეურას ხეობაში გადის და...
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ აცხადებს, რომ საზიანო ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ხადას ხეობას საფრთხეს უქმნის. ორგანიზაცია ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "მეცნიერების, ადგილობრივი მოსახლეობისა და  სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მწვავე კრიტიკის, პროტესტისა და მრავალ დარღვევაზე მითითების მიუხედავად, ხადის უნიკალურ ხეობაში რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების პირველივე ეტაპმა საფრთხე შეუქმნა მთიულეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს – ნაღვარევის ეკლესიას და...
video
“ვაჩუქოთ რუსთავს ჟანგბადი,” - ამ სლოგანით რუსთავში ჯგუფი “გავიგუდეთ”, მცენარეების  მაღაზია “ანემონესთან” ერთად, პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შემოდგომაზე რუსთავში გარკვეული რაოდენობის ხე უნდა დაირგოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს. ამ ეტაპზე, “გავიგუდეთ” წევრების მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, 5 000 ლარი შეგროვდეს. აღნიშნული თანხის შეგროვების შემდეგ ფონდი “ორბელიანი”  ჯგუფს დამატებით 5 000 ლარს გადასცემს, რაც ჯამურად, რუსთავში პროექტის კონცეფციით, 10 000 ლარის ღირებულების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ