სამცხე-ჯავახეთში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი სამცხე-ჯავახეთში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობას სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
“2020 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში გამოყოფილი იყო, დაახლოებით 33 მილიონ ლარამდე თანხა, რამაც საშუალება მისცა რეგიონს 51-მდე პროექტი დაეგეგმა და განეხორციელებინა. მათგან ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი მიმდინარეობს. თუ სადმე ჩამორჩენა და გრაფიკის ცვლილებაა, მხოლოდ იქიდან გამომდინარე რომ პანდემიის გამო 2 თვე იძულებული ვიყავით პროექტები შეგვეჩერებინა.
მიუხედავად ამისა, როგორც კი მოგვეცა საშუალება პროექტების განახლების ძალიან სწრაფად მოხდა კომპანიების მიერ ხელახლა მობილიზაცია და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სწრაფად და ხარისხიანად მიმდინარეობს სამუშაოები. იმედი მაქვს რომ ყველა ის პროექტი რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, წარმატებულად დასრულდება. მუნიციპალიტეტის და რეგიონის ხელმძღვანელობა ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს სიტუაციას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტები მრავალფეროვანია, რაც მოიცავს გზების, ბაღების, სკოლების, სკვერების, სპორტული მოედნების, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობას, პროექტები მორგებულია რეგიონის საჭიროებებს”, – აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.
რეგფონდით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა: ქალაქ ნინოწმინდის ძერჟინსკის და ბაღრამინაის ქუჩების მოასფალტება, თბილისის, გაგარინის და ლერმონტოვის ქუჩების მოასფალტება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა, ქალაქ ახალციხეში ცხრა აპრილის და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, სკვერის რეაბილიტაცია, კოსტავას, ნათენაძის, დიდიმამიშვილისა და შალვა ახალციხელის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, #1 საბავშვო ბაღი, ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია, ახლქალაქის მუნიციპალიტეტში სულდა-მიახნიკის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, არაგვა, გომნააოს, ბუღაშნის გზის რეაბილიტაცია და სხვა.
2020 წლის რეგიონული განვითარების ფონდის ბიუჯეტით სამცხე-ჯავახეთში გამოყოფილია 33 მილიონ ლარზე მეტი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, საჭიროებებიდან გამომდინარე აქცენტი სხვადასხვა ტიპის პროექტზეა გაკეთებული.