აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

956

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებას აჭარის უმაღლესი საბჭოს 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის მიხედვით, ექვსი მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება.

აღნიშნული კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, 21 დეპუტატი იქნება, აქედან 3 მაჟორიტარი, 18 კი პროპორციული წესით არჩეული.

კანონპროექტის მიღებას აჭარის უმაღლესი საბჭოს მმართველი გუნდის წევრები ისტორიულ დღედ აფასებენ.

ცნობისთვის, ცვლილებებს ბოიკოტი გამოუცხადა ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ასევე სხდომას “ევროპული საქართველოსა” და “ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს” წევრები არ ესწრებოდნენ.