გორის სოფელ ხელთუბანში ახალი მინისტადიონის მოწყობა დასრულდა

403

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, ახალი მინისტადიონი მოეწყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მინისტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით დაიგეგმა.

,,ვულოცავ ახალგაზრდებს ახალ სტადიონს, მიხარია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ატარებენ დროს ახალ მოედანზე. სტადიონის რეაბილიტაცია სწორედ ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით დავგეგმეთ. მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში. სოფელში ფეხბურთის ორი გუნდია, მათ შორის, გოგონების გუნდიც. იმედი მაქვს, რომ კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი მათ შემდგომი წარმატებების მიღწევაში დაეხმარებათ“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ცნობისთვის, პროექტი სოფლის ახალგაზრდების ინიციატივით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში მოედნის საფარი ხელოვნური ბალახით დაიფარა, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და დიოდური განათების ახალი სისტემა, შეიცვალა ამორტიზებული ბადეები, შეიღება ლითონის კონსტრუქციები და სკამები.