შემდეგი სტატია
პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ გრემელაშვილი დააკავა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში...
ადიგენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სოფელ არლისა და წარბასთუმნის 3-კილომეტრიანი დამაკავშირებელი გზა, ბეტონის საფარით, სანიაღვრე არხებითა და მილ-ხიდებით მოეწყობა.
სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 249 999 ლარია.
წინა სტატია
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, „ძალა ერთობაშიას“ ფორმატთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ დრომდე კონსულტაციები მინდინარეობს.
მისივე თქმით, პარტიაში აზრი გაყოფილია და ბევრს სურს, რომ „ძალა ერთობაშიას“ ფორმატი არ შეიცვალოს.
„მე რა ინფორმაციაც მაქვს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ დრომდე კონსულტაციის რეჟიმში არიან, ვინაიდან იქ აზრი გაყოფილია. ბევრს აქვს სურვილი, მათ შორის ლიდერებს, რომ „ძალა ერთობაშია“ – ეს ფორმატი დარჩეს...
ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში მოწყობილი ტრენაჟორების სახურავი დაზიანებულია. ამის შესახებ ტვ4 წერს.
ადგილობრივების ინფორმაციით, კონსტრუქცია ძლიერი ქარის შედეგად, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაზიანდა.
საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ნანა შატბერაშვილი აცხადებს, რომ სკვერი ახლადრეაბილიტირებულია. მისი თქმით, ტერიტორიაზე ხშირად ბავშვები თამაშობენ, დაზიანებული სახურავი კი მათთვის საფრთხის შემცველია.
საკითხთან დაკავშირებით TV4-მა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, დაზიანებული...
საქართველოს ის 6 000-ზე მეტი მოქალაქე, რომელსაც საგანგებო სიტუაციის დროს დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, შესაძლოა, გადასახადისგან გათავისუფლდეს ან გადახდის შემთხვევაში სახელმწიფომ თანხა უკან დაუბრუნოს.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს საქართველოს ორი მოქალაქის სარჩელს პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ. ისინი მოითხოვენ, არაკონსტიტუციურად იყოს ცნობილი საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტი და რიგი შეზღუდვების დაწესების შესახებ მის მიერ მთავრობისთვის...
გორში დუშეთის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ქუჩის სიგრძე 187 მეტრია, სამუშაოები კი ხელშეკრულების მიხედვით სექტემბრის თვეში უნდა დასრულდეს.
მათი ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 99 997 ლარია.
პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის მოწყობას, ტრანსპორტის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაციას.
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ყველაზე დიდი თანხმობა არის, რომ საქართველოს კრიმინალური ხელისუფლება უნდა დამარცხდეს, რაც შეეხება სხვადასხვა საკითხს, ვინ იქნება წარმომადგენელი, რა რაოდენობით და სხვა, ამაზე ყოველთვის არის მსჯელობა, როგორც პარტიებს შორის, ასევე პარტიებს შიგნით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
როგორც ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, ახლა არის მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პერიოდი და პარტიებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები.
„ვფიქრობ, მივალთ ყველაზე ოპტიმალურ შედეგამდე....
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით ჭელიძესთან ერთად, გიორგი სააკაძის ქუჩაზე სამისამართე აბრების დამონტაჟებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, აბრების მონტაჟის პროცესი დედაქალაქის მასშტაბით უწყვეტად მიმდინარეობს და ნაძალადევის შემდეგ სხვა რაიონის დამისამართება დაიწყება.
„დღეს ნაძალადევის რაიონში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე სამისამართე აბრების მონტაჟის პროცესს გავეცანი. ქუჩების დამისამართება თბილისის მასშტაბით,...
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, თემქის ხევის მშენებლობა საბიუჯეტო სახსრებით განხორციელდება და მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე მალე გაირკვევა, თუ რომელი საფინანსო ინსტიტუტი დააფინანსებს ვერის პარკის პროექტირებას.
„იცით, რომ კოვიდ ვირუსიდან გამომდინარე, გარკვეული სახსრების შეკვეცა მოხდა. იმ საბიუჯეტო სახსრების, რომელიც გამოყოფილი იყო სხვადასხვა პარკებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის ავტობუსების შეძენის კუთხით, თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა...
"მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობაზე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას" - ეს განცხადება მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსლან გაჯიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, კანდიდატის ვინაობასთან დაკავშირებით არჩევანი პარტიის ლიდერს ეკუთვნის და ის ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„პარტიაში განხილვები მიმდინარეობს. ბატონი ბიძინა მიიღებს გადაწყვეტილებას.ეს პარტიის ლდერის გადასაწყვეტია და ივლისის ბოლოში კანდიდატის ვინაობა გახდება ცნობილი", - აცხადებს დეპუტატი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული წესით...
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მიხედვით არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდა, რის საფუძველზეც შეზღუდულ არეალებში ძველი გენერალური გეგმით არსებული ფუნქციური ზონირება დაბრუნდება.
როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშა ნათქვამი, დადგენილი შეზღუდვები მოიხსნება შემდეგ ტერიტორიებზე: დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთი ტერიტორია, თბილისის ზღვისა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ლისის ტბის, ორთაჭალის ბაღების, აკადემქალაქის, კოჯორი-შინდისისა და ხილიანი-დოლიძის მიმდებარე ტერიტორიები.
თბილისის ურბანულის განვითარების...
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, კორონავირუსის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობის შემთხვევები ძალიან მცირეა. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსებში სკამი იყო დამატებული, რაზეც კომპანიას კატეგორიული შენიშვნა მისცეს.
„რაც შეეხება ავტობუსებს და მეტროს, ის ორი მიმართულება, რომელსაც უშუალოდ მერია აკონტროლებს, ამ მიმართულებებს ჩვენი კონტროლიორები და მონიტრინგის თანამშრომლები ყოველდღიურად აკონტროლებენ. პრაქტიკულად, ძალიან მცირეა გადატვირთულობის გამოვლენა, თუმცა, როდესაც...
ხარაგაულის, საღანძილისა და დიდვაკის მოსახლეობა უწყლობის გამო გაუსაძლის მდგომარეობაშია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან აპრილში გამოცხადებული ტენდერი ამ დრომდე მშენებელი კომპანიის შერჩევა-შეფასების პროცესშია.
ტენდერში მონაწილე შპს „პროხოდკას ფილიალს“, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ორგანიზაციამ დისკვალიფიკაცია გააპროტესტა, დავების საბჭომ კი კომპანიის პრეტენზია დააკმაყოფილა.
ეს ინფორმაცია შპს „პროხოდკას ფილიალის“ დირექტორმა ამირან ადეიშვილმა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს ტერიტორიული ერთეულის სოფელ თაზაქენდში სასაწყობე მურნეობის მშენელობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 8 ივლისს, საკრებულოს რიგგარშე სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
როგორც მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ თქვა, მუნიციპალიტეტეტის საკუთრებაში არსებული 1467 კვადრატი იჯართ გადაეცემა კომპანიას, რომელმაც სადახლოში სასაწყობე მეურნეობა უნდა ააშენოს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბარში საკრებულოს აპარატის უფროსი, ნინო ბერიძე ამბობს, კომპანია მილიონიანი ინვესტიციით შემოდის...
ახალციხეში მცხოვრები დავით აბდუშელიშვილი, რომელიც ეტლსაა მიჯაჭვული, წლებია საცხოვრებელ კორპუსზე ლიფტის დამონტაჟებას ითხოვს. ადგილობრივ თვითმმართველობაში შშმ პირს ოთხი წელია ეუბნებიან, რომ საკითხს იკვლევენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
დავითს ცხრა წელია გადაადგილება არ შეუძლია. იგი ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კორუსის მესამე სართულზე ცხოვრობს. ადგილობრივ თვითმმართველობას 2015 წელს დაპირებული ლიფტის გაკეთება ერთი თვის წინ, წერილობით შეახსენა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
„მერიიდან მიმდინარე...
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის სხდომა ჯანდაცვის სამინისტროში დღეს ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 853 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.
„გავეცანით იმ დეტალებს, თუ რა კრიტერიუმებით და როგორ იმუშავებს კომისია. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი კონტროლზე იქნება აყვანილი. მნიშვნელოვანია,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































