როდის დაადგება საშველი ხარაგაულის წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას

349

ხარაგაულის, საღანძილისა და დიდვაკის მოსახლეობა უწყლობის გამო გაუსაძლის მდგომარეობაშია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან აპრილში გამოცხადებული  ტენდერი ამ დრომდე მშენებელი კომპანიის შერჩევა-შეფასების პროცესშია.

ტენდერში მონაწილე შპს „პროხოდკას ფილიალს“, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ორგანიზაციამ დისკვალიფიკაცია გააპროტესტა, დავების საბჭომ კი კომპანიის პრეტენზია დააკმაყოფილა.

ეს ინფორმაცია შპს „პროხოდკას ფილიალის“ დირექტორმა ამირან ადეიშვილმა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში დაადასტურა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა მშენებელმა ორგანიზაციამ ხარაგაულის წყალსადენის აღდგენა-მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვეში უნდა დაასრულოს.

ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

ფოტოზე – ხარაგაულის წყალსადენის ერთ-ერთი დაზიანებული მონაკვეთი; ფოტო აღებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან 2020 წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციიდან.