გორში დუშეთის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

514

გორში დუშეთის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ქუჩის სიგრძე 187 მეტრია, სამუშაოები კი ხელშეკრულების მიხედვით სექტემბრის თვეში უნდა დასრულდეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 99 997 ლარია.

პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის მოწყობას, ტრანსპორტის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაციას.