წინა სტატია ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე, ნინო თვალთვაძე, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 14 ივლისს გააკეთა, მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს. ამის შესახებ მან "ფეისბუქში" დაწერა. "ვფიქრობ, არანაკლებ საპასუხისმგებლო და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას ვიწყებ!" - წერს თვალთვაძე. ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვალთვაძემ თანამდებობა 14 ივლისს დატოვა. თვალთვაძე მერის მოადგილედ ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ 2017 წელს, გიორგი იობაშვილთან და იუზა უგულავასთან ერთად, წარადგინა. მანამდე...
სამედიცინო პუნქტის უფუნქციო შენობა ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში. მოსახლეობა ამბობს, რომ სამედიცინო მომსახურებას ადგილზე ვერ იღებენ, შენობის რეაბილიტაციას და სამედიცინო პუნქტის საჭირო ინვენტარით მოწყობას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ქედის მერიაში ამბობენ, რომ საპროექტო დოკუმენტაცია მზადაა, თუმცა, სამუშაოებზე ტენდერი პანდემიის გამო ვერ გამოცხადდა. სამუშოები მომდევნო წლისთვის დაიგეგმა.
ქობულეთში, მერიის შენობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თავისუფლების #19-ში მდებარე, ყოფილი სტატისტიკის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები მუნიციპალიტეტის შენობის ფოიეში შეიჭრნენ. ისინი ქობულეთის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მათი განცხადებით, შენობა ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა მალხაზ რომანაძემ იყიდა. მათივე განმარტებით, დეპუტატი არჩევნების შემდეგ შენობიდან გამოსახლებით ემუქრება. სამართალდამცველების, დაცვის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რა...
video
გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარულ ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი იქნება. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში კი გიორგი ბოტკოველი იბრძოლებს.  ინფორმაცია ტელეკომპანია „გურჯაანს“ პარტიის გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციაში დაუდასტურეს. ტელეკომპანიასთან საუბრისას გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ კახეთის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად მისი კანდიდატურა განიხილება და ოფიციალურ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო გაავრცელებს.
წინა სტატია ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ბათუმის ვიცე-მერად არჩილ ჩიქოვანი დანიშნა და გადაწყვეტილების მიღების დროს, გუნდური პრინციპი გაითვალისწინა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. "რაც შეეხება ვიცე-მერის კანდიდატურის შერჩევას, აქ მოხდა გათვალისწინება საერთო შეხედულების. ვინაიდან ვფიქრობ,  რომ ეს არ არის თანამდებობა ხონჩაზე მირთმეული. ეს არის ძალიან საპასუხიმგებლო საკითხების, დიდი პრობლემების გროვა, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ადამიანმა. შესაბამისად ადამიანი, რომელშიც გუნდი ხედავს შესაძლებლობას, აიღოს...
წინა სტატია რამდენიმე წუთის წინ ბათუმის არჩეულმა მერმა დაადასტურა, რომ თანამდებობიდან წავიდა. ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. ქალაქის ყოფილი მერი ამბობს, რომ ღირსეული შემოთავაზება აქვს და ჯერ ფიქრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ კერძო სექტორში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაინაცვლოს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ''მინდა დაგიდასტუროთ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის სწორი...
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "ეკო" კურორტ გომისმთასთან არსებული ჭინჭაოს ტბის გაყიდვის გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. "ეკოს" ხელმძღვანელის, ირმა გორდელაძის განცხადებით, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ როგორ და რა ვითარებაში მოხდა ჭინჭაოს ტბისა და გომისმთა - ბახმაროს დამაკავშირებელი გრუნტიანი სამანქანო გზის გარკვეული მონაკვეთის გაყიდვა: "ბატონ ზურაბ მენაბდეს 2008 წელს ქონების მართვის სამინისტრომ იჯარით გადასცა 25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, როგორც ალპური საძოვრები კურორტ გომისმთის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადაცემულ მიწის ნაკვეთში შესულია ჭინჭაოს...
თელავის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლაში სველი წერტილები მოწესრიგდება. რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 650 000 ლარს შეადგენს. ამის შესახებ სპექტრი წერს. „სოფელ სანიორეში და თელავის #2 საჯარო სკოლაში უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. რეაბილიტაცია კიდევ ექვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდება, ამჟამად პროექტირება ხდება. სველი წერტილების მოწყობა დაგეგმილია თელავის #3, #4, #5, #6, #7 საჯარო სკოლაში, აგრეთვე ლალისყურშიც. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დანარჩენ სკოლებში სველი წერტილები ყველგან მოწერიგებულია....
video
გურჯაანში, კოტეხის მიმდებარედ მიწის ნაკვეთებში დაყრილ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებს მოქალაქეები აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. უკვე წლებია, მათ კუთვნილ ჰექტრობით მიწაზე კომპანიები სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრიან. მეპატრონეებს აქ მრავალწლიანი კულტურების გაშენება სურთ, საკუთარი ხარჯებით პრობლემის მოგვარება არაერთხელ სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" რეიტინგი შიდაპარტიული კვლევების მიხედვით, 55 პროცენტზე „გაცილებით მეტია“. „საერთოდ, ციფრების სიზუსტით კვლევებზე პარტიები არ საუბრობენ, რადგან ეს შიდა სამზარეულოა და მხოლოდ ზოგადად საუბრობენ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი შიდაკვლევით, უფრო მაღალი შედეგი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ეს იყო ბოლო Gorb- ის კვლებაში. მაშინ გახსოვთ, ჩვენი რეიტინგი იყო 55 პროცენტი. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ 55...
ისნის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N115-117-ში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა 16 საკომუნიკაციო ჭა, ამასთან, პირველად მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. "ამ ეტაპზე, 2 462 კვ.მ-ზე მიმდინარეობს ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება. პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 127 710 ლარით დაფინანსდა', - განმარტავენ გამგეიობაში.
აჭარის უმაღლესი საბჭო საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ რიგით მე-16 სხდომაზე მიიღო. უმაღლესი საბჭოს წევრის დავით გაბაიძის მიერ სხდომაზე წარდგენილი კანონის პროექტი გამარტივებული წესით განიხილება, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის მიერ წარმოდგენილ „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის პროექტის...
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩაჩავას ქუჩაზე, აწყურის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილამდე საგზაო მონაკვეთში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისის 21:00 საათიდან 27 ივლისის 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ალტერნატიული გზების გამოყენებით შეძლებენ. აწყურის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლეხ კაჩინსკისა და ბუშის ქუჩების გავლით. ასევე, ქეთევან დედოფლის გამზირიდან კახეთის გზატკეცილთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება, როგორც ლეხ კაჩინსკისა და...
საქართველოს პროკურატურამ „ნაცმოძრაობის“ წევრს ოთარ სირაძეს და მის ძმას ამბროლაურში 4 ივლისს მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენპროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ივლისს, ამბროლაურში, ო.ს.-მ და დ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო. 2020 წლის 16 ივლისს პროკურატურამ ო.ს.-ს და დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს...
ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ოსიაურის ქ. N5-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონის სეისმიური სარტყელი და საძირკვლის ფილა მოეწყობა. სამუშაოებისთვის 90 000 ლარია გამოყოფილი. https://www.facebook.com/DistrictofChugureti/photos/a.2593026350968215/2593026934301490/?type=3&__xts__=68.ARAUChXIBH4VDji-deSx6GlCAP8uLR_CLyV33HSWlVwxx-f-5ojnGTyNOqV_g8DwjLp-xUM8nMXKdGgEx8HTfydstimYA3d07_0uwHVwYjPJE8bcPZ7sY_8TnlWzUj7lI37VARhxXV9dLA4D6N1T6gsx2XZhiGmdimb8-hEGJ2H3wvmU-1jfm48yHofcnHZbcUchGRn6xqnglyeEhcQMyjUY4kJRa4RKATADUsOc7LBrjUfuJoOEmoiFE5I4esqD9EGpk9e2un5nvAhxM6CfLjz73Fm8ndoSxDgbZGjJX1OnGsgRcFrqLfTmhGc_N-BM_NDPW8KVOlmMub9LTIWaysK20rTJJUeM2g-hBxI4OGL6Oq8YKiH8oTvselnXzHN4P30_RAqaRLNAwBtMtB6eCFUSa16YUfPG3sGaTOgPBrU0n79fcl-mEUS5x5iBaNDqCKjWCR4yI64twgPfuckW31PUkQ&__tn__=-R
სოფლის მეურნეობა დინამიკურად ვითარდება, სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით 70 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რთველისა და თხილის სეზონი ახლოვდება, შესაბამისად ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდებათ. „მინდა, ბატონ მინისტრს გავახსენო, რომ გვიახლოვდება რთველი და თხილის სეზონი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მოგეხსენებათ, წუხელ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დაისეტყვა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ