ისნის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N115-117-ში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა 16 საკომუნიკაციო ჭა, ამასთან, პირველად მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.
“ამ ეტაპზე, 2 462 კვ.მ-ზე მიმდინარეობს ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება. პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 127 710 ლარით დაფინანსდა’, – განმარტავენ გამგეიობაში.