გურჯაანში მოსახლეობა მიწის ნაკვეთებში დაყრილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს აპროტესტებს

347

გურჯაანში, კოტეხის მიმდებარედ მიწის ნაკვეთებში დაყრილ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებს მოქალაქეები აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

უკვე წლებია, მათ კუთვნილ ჰექტრობით მიწაზე კომპანიები სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრიან. მეპატრონეებს აქ მრავალწლიანი კულტურების გაშენება სურთ, საკუთარი ხარჯებით პრობლემის მოგვარება არაერთხელ სცადეს, თუმცა უშედეგოდ.