თელავის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლაში სველი წერტილები მოწესრიგდება. რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 650 000 ლარს შეადგენს. ამის შესახებ სპექტრი წერს.
„სოფელ სანიორეში და თელავის #2 საჯარო სკოლაში უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. რეაბილიტაცია კიდევ ექვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდება, ამჟამად პროექტირება ხდება. სველი წერტილების მოწყობა დაგეგმილია თელავის #3, #4, #5, #6, #7 საჯარო სკოლაში, აგრეთვე ლალისყურშიც. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დანარჩენ სკოლებში სველი წერტილები ყველგან მოწერიგებულია. სკოლების რეაბილიტაციას გასულ წლის მსგავსად ახლაც განათლების სამინისტრო აფინანსებს, ზოგ სკოლაში რეაბილიტაცია სასწავლო პროცესს დაემთხვევა, თუმცა ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს და სწავლებას ხელი არ შეეშლება“- განაცხადა თელავის მერის მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თელავის რვავე სკოლაში სველი წერტილების მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება.