წინა სტატია აჭარის მთავრობის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა. მინისტრმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი იყო, ინვესტორთან კი შეთანხმება მიღწეულია, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული შენობაში შესახლებულთა ინტერესები. "შენობის გაყიდვის შესახებ თქვენ ინფორმირებული იყავით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი ინტერესებიც იყოს დაცული და კეთილსინდისიერი მყიდველისაც, ინვესტორთან...
საქართველოში კოვიდის კრიზისის მიერ პოლიტიკური პროცესი არ იყო შეფერხებული. ჩვენ ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ მან ხელი არ შეგვიშალოს ან არ მოახდინოს ზეგავლენა მომავალ საარჩევნო კალენდარზე, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ COVID19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით გამოცდილება ძალიან წარმატებით დააგროვა. მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის მიუხედავად, ქვეყანამ მოახერხა, რომ წინ ევლო, რაც პოლიტიკური წარმატების...
video
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის გადადგომის მიზეზებსა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ურთიერთობებზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრობს.
video
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე ასლან ჭანიძე და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ბათუმის ოფისის მენეჯერი მალხაზ ჭკადუა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის გადადგომას კრიტიკულად აფასებენ
video
ტელეკომპანია "პირველი" ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი არჩეული მერების გადადგომის ტენდენციაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მდგომარეობასა და ცენტრალური ხელისუფლების ჩარევაზე თვითმმართველობის საქმიანობაში.
პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისში უკვე განთავსდა პარტიის სარეკლამო ბანერები და გაიხსნა საარჩევნო შტაბი (აღმაშენებლის გამზ. №123 ტელ. 599077867). „დავიწყეთ საარჩევნო პლატფორმის თეზისებისა და პარტიული გაზეთის გავრცელება. გთხოვთ, ყველა ჩვენ მხარდამჭერს და მათ, ვინც იზიარებს ჩვენი პარტიის პრინციპებს და შეხედულებს, შემოგვიერთდეთ. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, დადგა სოციალ-დემოკრატიის დრო. სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკა საქართველოს აქცევს განვითარებულ...
თბილსის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქში არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსები ახალი, ეკოლოგიურად „ევრო ექვსი“ ტიპის ავტობუსებით ჩანაცვლდება. როგორც კახა კალაძემ „მდგრადი მობილობა თბილისთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი იყოს განახლებული ავტობუსების პარკი, ამიტომ „ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, უკვე დაწყებულია ავტობუსების პარკის განახლების პროცესი“. კალაძის განმარტებით, თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირება, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. „რა თქმა უნდა,...
ზონალურ საათობრივი პარკირების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონსაც მოვიცავთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე - „მდგრადი მობილობა თბილისისთვის“ განაცხადა. „პირველი ეტაპი იქნება პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში შემოვიღოთ ერთიანი სისტემა. რა თქმა უნდა, რაიონების მიხედვით პარკირების საფასური იქნება განსხვავებული, თუმცა ცენტრალურ რაიონებში იქნება ერთი და იმავე მიდგომა,“ - თქვა კახა კალაძემ. კახა კალაძემ თბილისში მიმდინარე...
აჭარის მთავრობის სახლთან, ქობულეთში, სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებული მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, მათი საცხოვრებელი ადგილი ადგილობრივმა ხელისუფლებამ აუქციონის წესით გაყიდა, რომელიც ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა მალხაზ რომანაძემ შეიძინა. აქციის მონაწილეების თქმით, დეპუტატი არჩევნების შემდეგ მოსახლეობას აღნიშნული შენობიდან გამოსახლებით ემუქრება. აქციის მონაწილეეებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე შეხვდა, რის შემდგომაც აქცია დაიშალა, თუმცა მოსახლეობამ განაცხადა, რომ მირიან ქათამაძესთან შეხვედრით...
წინა სტატია ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა პირველი სამუშაო დღე მერიის ორგანიზაციების თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, არჩილ ჩიქოვანი მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკში იმყოფებოდა, ადგილზე გაეცნო ახალი ელექტროავტობუსების დასამუხტი აპარატისა და ტერმინალის მოწყობის სამუშაოებს. „მუნიციპალური ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ბათუმს 8 ახალი ელექტროავტობუსი წლის ბოლომდე ექნება. დღესვე არჩილ ჩიქოვანი კობალაძის ქუჩაზე, ბათუმის მეეზოვეებსა და სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. მადლობა გადაუხადა მათ...
ზუგდიდში წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები თეთრი გიორგის ქუჩას უტარდება. თეთრი გიორგის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ლუდვიგ ფაიფერი“ ახორციელებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აღდგენილია წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული 50-მდე ქუჩა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის მოასფალტება მიმდინარეობს. ბორჯომის მერიის ცნობით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, დაბა ახალდაბის რამდენიმე ქუჩაზე 2 კმ ფართობზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. „აღნიშნული პროექტი, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ტაძრიში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 627 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყო სანიაღვრეები და ცხაურები. სამუშაოები მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ ადგილზე...
მუნიციპალიტეტებში შეხვედრების შედეგად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად დავიწყეთ მუშაობა 2021 წლის პროექტებზე, მათი განხილვა და თემებზე მსჯელობა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ადგილზე დაათვალიერებისას განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, იმ ობიექტებს შორის, რომელიც მინისტრმა დაათვალიერა იყო: ამბროლაურში მდინარე კრიხულას ნაპირსამაგრი სამუშაოები და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ონში...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია ელექტრო და ეკომეგობრული ტრანსპორტის წახალისების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. კალაძის თქმით, იმისთვის, რომ ელექტრომობილების რაოდენობის გაზრდა წახალისდეს, დედაქალაქში ელექტროდამტენები დამონტაჟდა, რომლითაც მომხმარებლებს 1 წლის განმავლობაში უფასოდ შეუძლიათ სარგებლობა. „ელექტრო და ეკომეგობრული ტრანსპორტის წახალისების მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ ქალაქის ქუჩებში ელექტროდამტენების მონტაჟი, ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ ვაძლევთ შესაძლებლობას ელექტრომობილების მეპატრონეებს, რომ ისარგებლონ ამ ელექტროდამტენებით. იცით, რომ საბაჟო გადასახადისაგან მთლიანად...
წყალტუბოში, სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ქსელი გაუმართავია, რის გამოც ასამდე ოჯახს ორ თვეზე მეტია წყალი არ მიეწოდება, გადასახადს კი ყოველ თვე იხდიან. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანია მათ წყლის სპეციალური ავტომობილებით მიწოდებას დაპირდა, თუმცა არც ეს დაპირება სრულდება. "ასამდე ოჯახი ვართ ამ მდგომარეობაში, გვპირდებიან, რომ მოგვიტანენ წყალს, მაგრამ ესეც ტყუილი დაპირებაა. წყალი არა,...
საბურთალოს რაიონში ოთხი კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. გამგეობის ცნობით, მოედნები ფანასკერტელის ქუჩა N19, ვაჟა-ფშაველას გამზირი N23, ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩა II გასასვლელი N2ა-სა და პატარა დიღომში, ფერაძის ქუჩა N2ა-ს მიმდებარედ რეაბილიტირდა. მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა ლითონის ბადეები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა. განახლებული სპორტული მოედნები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „სპორტული მოედნების მოწესრიგებას აქტიურად ვაგრძელებთ. სპორტული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ