წყალტუბოს სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ აქცია გამართა

418

წყალტუბოში, სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ქსელი გაუმართავია, რის გამოც ასამდე ოჯახს ორ თვეზე მეტია წყალი არ მიეწოდება, გადასახადს კი ყოველ თვე იხდიან.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანია მათ წყლის სპეციალური ავტომობილებით მიწოდებას დაპირდა, თუმცა არც ეს დაპირება სრულდება.

“ასამდე ოჯახი ვართ ამ მდგომარეობაში, გვპირდებიან, რომ მოგვიტანენ წყალს, მაგრამ ესეც ტყუილი დაპირებაა. წყალი არა, მაგრამ ქვითრები ყოველ თვე მოდის და არარსებულ წყალში ვიხდით თანხას”, -განაცხადეს ადგილობრივებმა.

მოსახლეობას მხარდაჭერა გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამოუცხადა.