20 ივლისს, სადახლოს ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფელ ბურმის მოსახლეობა მარნეულის მერიის წინ შეიკრიბა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება მოითხოვა. მოსახლეობის განცხადებით, მერია მათ კვირაში სამჯერ 60 ლიტრ წყალს აწვდის, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ისინი მერიისაგან ითხოვდნენ, რომ სასმელი წყალი არა კვირაში სამჯერ, არამედ ყოველდღიურად მიაწოდონ. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. სოფელ ბურმის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას უკვე მეოთხე წელია...
სოფელ შატილში ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობა დაიწყო. დღეს 20 მოსწავლეზე გათვლილი შენობის საძირკველი გაიჭრა. სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის კონტრაქტორი კომპანია „პარვუს ჯგუფი“ ასრულებს. შატილის ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობის გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ შარშან მას შემდეგ მიიღო, რაც სკოლის შენობა ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. სკოლა-პანსიონი პირიქითა ხევსურეთში ასეთი პროფილის ერთადერთი სასწავლებელი იყო. ახალი პროექტის თანახმად, 550 კვადრატულ მეტრზე 2-სართულიანი შენობა აშენდება. სკოლაში განთავსდება სასწავლო, საძინებელი და...
მარნეულის ქუჩებში პარკირების სისტემა არ არსებობს. გზის ორივე მხარეს მანქანებია ჩამწკრივებული. ცარიელი არც ტროტუარებია. ქვეითებს მანქანებს შორის გზის გაკვლევა და ავტომობილების სავალ ნაწილზე გადასვლა უწევთ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. მარნეულში ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილი რუსთაველის ქუჩაა, სადაც რადენიმე ბანკია გათავსებული ტომობილების გასაჩერებელი ადგილი არ არსებობს, რის გამოც მძღოლები ტროტუარს იკავებენ. პარკინგის ნიშანს კი მთელს ქალაქში ვერსად შეხვდებით. მოსახლეობა ამ პრობემით...
კასპის ცენტრში 1300 კვ.მ მიწის ფართი სხვისდება. ამის გამო, ოპოზიციის წევრებმა აქცია გამართეს. პარალელურად, საკრებულოში რიგგარეშე სხდომა იმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. სხდომას დავით ლეონიძე ხელმძღვანელობს, რომლის წინააღმდეგ წარწერები: ,,გამყიდველო ლეონიძე" ქალაქის ქუჩებში გაჩნდა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ადგილი საფეხმავლო და საპარკინგე ადგილს წარმოადგენს, ხოლო მუნიციპალიტეტის ხელისუფლება პირადი სარგებლის მიზნით ყიდის. საკითხი ერთი კვირის წინ საკრებულოს წევრებმა ჩააგდეს. ამჯერად...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ მარნეულში, მერაბ კოსტავას ქუჩის დასაწყისში, კოსტავას ძეგლის განთავსების სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. „პროექტით მერაბ კოსტავას რელიეფი მაგრდება 4.30 მ სიმაღლის მონოლითური ბეტონის კედელზე, რომელიც მოპირკეთებულია თეთრი მარმარილოს ფილებით. კედლის ქვედა ნაწილის 0.50 მ მოპირკეთდება ბაზალტის ფილებით. რელიეფის ქვეშ გათვალისწინებულია წარწერა (მერაბ კოსტავა) ლატუნის ან ნიკელის ასოები. კედლის უკანა მხარეს გათვალისწინებულია ტექსტი მერაბ...
წინა სტატია 20 ივლისს, მარნეულის მერი ზაურ დარგალი „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, მოქმედ მერს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს რის გამოც, მარნეულის მერმა სტატუსი უნდა შეიწყვიტოს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით მერის სტატუსის შეწყვეტის დროს ვერ დააკონკრეტებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" უფროსი იურისტი გიგი ჩიხლაძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნებში...
წინა სტატია "კოალიცია თანასწორობისთვის" წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება ჩაატარონ და არ დაუშვან ლოიალობა და პრივილეგიები მკოიანისა და მისი გარემოცვის მიმართ. საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელშიც მკოიანებსა და პეტროსიანებს შორის 2020 წლის 26 მარტის დაპირისპირებაა ასახული. კოალიცია თანასწორობისთვის განცხადება დღეს 21 ივლისს გაავრცელა. "მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახულია 2020...
ბორჯომის სამუზეუმო ქალაქად ქცევის კონცეფციის ფარგლებში, ისტორიული შენობის - „კავალერიის კორპუსის“ რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 2 მილიონი ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სარესტავრაციო და საექსპოზიციო მოწყობის პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო კონცეფციის საფუძველზე შემუშავდა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. 2 მილიონად შეფასებული სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. რესტავრაციის შემდეგ ისტორიული შენობა სამუზეუმო ექპონატებითა და სხვა ტურისტული დატვირთვის...
video
"დილის საუბრები" ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი თვითმმართველობებში წინასაარჩევნო ვითარებას და მერების გადადგომის აფასებს
ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მიმდებარედ, საცურაო აუზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. ტერიტორია, სადაც სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს, ახალციხის მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდს სამწლიანი განკარგვის უფლებით გადასცა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. შენობის მგფ–სთვის სამწლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ ახალციხის საკრებულომ დღეს, 20 ივლისს გამართულ სხდომაზე იმსჯელა. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის განცხადებით, საცურაო აუზის მშენებლობისთვის დაახლოებით 13,5 მილიონი ლარი დაიხარჯება...
სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში, წუწუნავას ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, ამჟამად, პროექტის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს - იგება ასფალტის მეორე ფენა. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო. მათივე ინფორმაციით, წუწუნავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა 40 წლის განმავლობაში არ მოწესრიგებულა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში კი, ასფალტის საფარი 2 400 კვ.მ ფართობზე დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი...
ბოლნისის ახალი მუზეუმი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუზეუმის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საქართველოში იან ბიტნერი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუზეუმის გახსნასთან...
ა(ა)იპ ახალციხის ციხეს მიმდინარე წელს ადგილობრივი თვითმმართველობა 210 000 ლარით დააფინანსებს. სუბსიდიას მიიღებს ა(ა)იპ წყალმომარაგებისა და წყალანირების სამსახურიც. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები 20 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, გელა ლომიძის განმარტებით, „ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, ასევე აიპების დაფინანსების მუხლიდან გამოთავისუფლებული თანხების ხარჯზე, ახალციხის ციხე მიმდინარე წელს მერიისგან 210 000 ლარიან სუბსიდიას მიიღებს. ცვლილებები...
რუსთავში, ტურგენევის ქუჩაზე 200 მეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ ტვ4 წერს. ადგილზე სამუშაოებს კომპანია შპს “გზატკეცილი პლიუსი” ახორციელებს. რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, შიდა ქუჩაზე ასფალტის ქვედა ფენა უკვე დაიგო და სანიაღვრე სისტემაც მოეწყო. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში რეაბილიტაციისთვის 258 117 ლარია გამოყოფილი. შეგახსენებთ, რომ ტურგენევის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით დაიწყო. თუმცა, მეზობლებს შორის მიმდინარე დავის გამო,...
ორთაჭალაში ახლად აშენებულ ქსელზე აბონენტების გადართვის მიზნით , ხვალ, 22 ივლისს 11:00 საათიდან მთაწმინდა-კრწანისისა და ისნის რაიონში, 6500 მდე აბონენტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება. გაზის მიწოდება 23 ივლისს, 10:00 საათიდან დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. ქუჩები, სადაც გაზმომარაგება შეწყდება: მთაწმინდა-კრწანისის რ-ში - გორგასალის ქ. 10-ში მდებარე შპს ბი ქეი გრუპ”-ის, გორგასალის ქ. 14,...
არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ცეესკოს 68 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. აქედან რეგისტრაცია 20–მა მათგანმა გაიარა, განხილვის პროცესშია 47 პარტია, ხოლო ერთს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. 1. მპგ "სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე" – რეგისტრირებულია 2. საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობისათვის" – რეგისტრირებულია 3. მპგ "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია" – რეგისტრირებულია 4. მპგ - პარტია "საქართველო" – რეგისტრირებულია 5. მპგ "სოციალ-დემოკრატები საქართველოს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ