რუსთავში, ტურგენევის ქუჩაზე 200 მეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

347

რუსთავში, ტურგენევის ქუჩაზე 200 მეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ ტვ4 წერს.

ადგილზე სამუშაოებს კომპანია შპს “გზატკეცილი პლიუსი” ახორციელებს.

რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, შიდა ქუჩაზე ასფალტის ქვედა ფენა უკვე დაიგო და სანიაღვრე სისტემაც მოეწყო.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში რეაბილიტაციისთვის 258 117 ლარია გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ ტურგენევის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით დაიწყო. თუმცა, მეზობლებს შორის მიმდინარე დავის გამო, პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა და გადავადდა.

ადგილობრივები დღეს Tv4-თან საუბრისას აღნიშნავენ, რომ შიდა ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი მათთვის მისაღებია და სამუშაოები ქუჩის მცხოვრებლების ერთობლივი თანხმობის საფუძველზე ხორციელდება.