video
Usaid-ის მხარდაჭერით, ახალციხის მუნიციპალიტეტში პროექტი "დაგეგმე შენი ბიუჯეტი" ხორციელდება, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ იდეები მათი თემის, სოფლის ან ქალაქის პრობლემის მოსაგვარებლად. იდეა, რომელიც მოაგროვებს ყველაზე მეტ ხმას, დაფინანსებას ახალციხის 2021 წლის ბიუჯეტიდან მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მოქალაქეებს იდეების წარდგენა შეუძლიათ ელექტრონულად ახალციხის მერიის ვებ-გვერდის მეშვეობით, 2020 წლის 31 ივლისამდე. გადაცემა მომზადებულია პროექტის „მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის პიარ...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გურჯაანში, ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ რეგიონიდან გაუსვლელად – ,,ერთი ფანჯრის პრინციპით“ სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით, ხოლო წარმოშობის სერტიფიკატის აღება დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე განახორციელონ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამასთან ერთად, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან და ფორმალობებთან,...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობა სპორტული მოედნის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპროტესტებს. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი სახელმწიფოსთვის გადაცემა სწორედ ხელახალი აუქციონის ჩატარებისა და კომპანია „ბიგ სერვისზე“ საბოლოო გაყიდვის მიზნით მოხდა. აღნიშნული მიწის ფართობი ქარელის მერიამ 2019 წლის დეკემბერში გაასხვისა კომპანია „ბიგ სერვისზე“, რასაც მოსახლეობის ნაწილის მხრიდან პროტესტი და სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრება მოჰყვა. სასამართლომ ბათილად სცნო აუქციონი, რის შემდეგაც ქარელის მერიამ რუისში მდებარე...
წინა სტატია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ ბროშურები რიგდება. კერძოდ, კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ ნაბეჭდი მასალა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა სოფელ ყარაჯალარში გასავრცელებლად სახელმწიფო რწმუნებულს ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილს გადასცა. 5000 საინფორმაციო ბროშურა ორენოვანია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზეა ხელმისაწვდომი. კორონავირუსთან დაკავშირებით გაცემული...
ხაიშის თემის სოფელ იდლიანის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი სოფლისა და ცენტრალური გზის დამაკავშირებელი დაზიანებული ხიდის აღდგენას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით, ადგილობრივებმა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მთავარი ავტომაგისტრალის ხაიშის მონაკვეთზე გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფლიდან სხვადასხვა პუნქტამდე მისასვლელად ხშირ შემთხვევაში, ათეულობით კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. იდლიანის თემის მოსახლეობა აქციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლამდე გზის გახსნას არ აპირებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზღვარზე, ორ შემოსასვლელში არტობიექტები გაკეთდება. როგორც გურჯაანის მერის მოადგილე თეიმურაზ ზავრაშვილი ამბობს, იდეის ავტორი მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილია. ამის შესახებ სპექტრი წერს. „ყველა წამოწყებას თავისი ინიციატორი ყავს, ეს პროექტი ჩვენს დეპუტატს დავით სონღულაშვილს ეკუთვნის. როგორც გაირკვა, ბევრ ადამიანს თურმე, კაჭრეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჰგონია. ანუ სად იწყება და მთავრდება გურჯაანი არ იციან. აქედან წარმოიშვა იდეა, რომ საზღვრები არტობიექტებით...
ბათუმის ბიუჯეტი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში 10 მილიონი ლარით შეივსება, - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც ბიუჯეტის ორი კვარტლის ანგარიში წარადგინეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მხრიდან ბიზნესის, მოქალაქეების, მეწარმეების ხელშეწყობის ფარგლებში განიხილეს ე.წ ხოფას ბაზრობის მოიჯარეების საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი. „პანდემიის საწყის პერიოდში მოიჯარეები, პირველ ეტაპზე, საიჯარო გადასახადისგან 3 თვით გათავისუფლდნენ. აჭარის მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით,...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღის შენობას კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები უტარდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოების ჩატარება 2019 წელს ბაღის შენობაზე აღმოჩენილი ბზარების შედეგად გახდა აუცილებელი. საბავშვო ბაღის საძირკვლისა და შენობის გამაგრების პროექტი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე...
გურჯაანის მერიის ა(ა)იპ "მუნიციპალური კულტურის ცენტრი" იწყებს პროექტს „მხიარული სოფელი“, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ სპექტრი წერს. ცენტრის დირექტორის, ვალერი შოშიაშვილის თქმით, კონცერტი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდება. „პროექტი მიზნად ისახავს კულტურული ცხოვრების გაძლიერებას სოფლად. გასულ წელს მსგავსი პროექტი მერიასთან ერთად წარმატებით განვახორციელეთ. წელს გვექნება განახლებული აქტივობები, ვფიქრობ, მოსახლეობას საშუალება მიეცემა საღამოს განიტვირთოს. გვაქვს სპეციალური პროგრამა, სადაც მონაწილეობას იღებენ გურჯაანის...
31 ივლისის მდგომარეობით, თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს, დღის ბოლოს იწურება, თუმცა თანხების გადარიცხვა კვლავაც გრძელდება. „31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი. მათგან 160 161 პირმა მიიღო 300 ლარიანი...
ატენში მდინარე ათრევზე ახალი სახიდე გადასასვლელი მოეწყობა. ხიდი ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის მე-3 კილომეტრზე მდებარეობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ადგილობრივებთან სკოპინგის (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. "პროექტის მიხედვით ახალი ხიდის სიგრძე 21,7, ხოლო სიგანე კი 9,85 მეტრი იქნება.ამჟამად ხიდის...
ქუთაისის ბიუჯეტში მეოთხე ცვლილება შევიდა. რეგიონული განვითარების ფონდიდან ქალაქმა 614 000 ლარი მიიღო. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის თქმით, მიღებული თანხით 5 ქუჩა რეაბილიტირდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ ქუჩებს: ასათიანის, რუსაძის, მარჯანიშვილის ქუჩის პირველი შესახვევი, გამსახურდიას ქუჩის მეექვსე შესახვევი და ნინოშვილის ქუჩის მეექვსე შესახვევი. ასევე, წინა პერიოდში ქუჩების რეაბილიტაციაზე გამოყოფილი თანხების...
წელს ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირება იგეგმებოდა. ამისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე მზადდება. მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ #2 საბავშვო ბაღი, ფინანსების უკმარისობის გამო, 2020 წელს ვერ გაზიფიცირდება. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს. ინფრასტრუქტურის ხარჯებში წელს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 50 ათასი ლარი დაგეგმა. 40 ათასი ლარი გედსამანიასა და ღორეშაში ოთახების რემონტისთვის გაიხარჯება. ათი ათასი ლარით ამავე ბაღებისთვის ავეჯსა და ტექნიკას შეიძენენ. გარდა...
საგარეუბნო მატარებლით მგზავრების გადაყვანის შეზღუდვამ პრობლემები არა მარტო ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობას შეუქმნა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. „მასტერაოთი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთი სკოლის 39 მასწავლებელი მგზავრობდა. თუ „მასტერაომ“ მგზავრების გადაყვანა სასწავლო წლის დაწყებისთვის ვერ შეძლო, პრობლემები ხარაგაულის საბავშვო ბაღებშიც შეიქმნება. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ჩხერიმელას ხეობაში არსებულ სამ საბავშვო ბაღში დასაქმებული თანამშრომლები სამსახურში ვეღარ ივლიან. ათზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული ჩხერიმელას ხეობის სოფლებიდან ხარაგაულის...
ცაგერის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მომსახურების ბიურო გაიხსნა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ განხორციელებული პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ მხარდაჭერით. ბიურო მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა და მისი მიზანია, ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდეს მოქალაქეთათვის მუნიციპალური სერვისების მიწოდება. მომსახურების ბიუროში მოქმედებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა. იგი საშუალებას აძლევს მუნიციპალიტეტს წვდომა ჰქონდეს ცენტრალური ხელისუფლების მონაცემთა ბაზებთან, რაც ამარტივებს მოქალაქეთათვის სერვისების მიწოდების პროცესს. გერმანიის მთავრობის დავალებით,...
თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით, ხიდების მოვლა-პატრონობას სისტემატიურად ახორციელებს. წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლას და დაზიანების შემთხვევაში აღდგენას ახდენს. აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. მერიის ინფორმაციით, დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით, ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ