სოფელ რუისის მოსახლეობა სპორტული მოედნის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპროტესტებს

840

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობა სპორტული მოედნის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპროტესტებს.

მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი სახელმწიფოსთვის გადაცემა სწორედ ხელახალი აუქციონის ჩატარებისა და კომპანია „ბიგ სერვისზე“ საბოლოო გაყიდვის მიზნით მოხდა.

აღნიშნული მიწის ფართობი ქარელის მერიამ 2019 წლის დეკემბერში გაასხვისა კომპანია „ბიგ სერვისზე“, რასაც მოსახლეობის ნაწილის მხრიდან პროტესტი და სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრება მოჰყვა.

სასამართლომ ბათილად სცნო აუქციონი, რის შემდეგაც ქარელის მერიამ რუისში მდებარე სპორტული მოედანი ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა. რუისის ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე დავას რუისელები ხაშურის რაიონულ სასამართლოში აგრძელებენ.