რაჭაში, სტიქიის ზონაში, მეექვსე დღეა, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სალიკვიდაციო-აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე საავტომობილო მოძრაობისთვის დროებითი გადასასვლელები ეწყობა.
ინტენსიური სამუშაოების შედეგად, დღეს უკვე შესაძლებელია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელი გზით სარგებლობა. გზის ამ დაზიანებულ მონაკვეთზე მოეწყო მილები და ყრილი, რამაც ავტომობილების მიმოსვლა შესაძლებელი გახადა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროებითი გადასასვლელი მოეწყო...
ბათუმში სექტემბრიდან ბას-ლაინები გაჩნდება. ავტობუსის მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლები ჭავჭავაძის, გორგილაძის და ბარათაშვილის ქუჩაზე, ტროტუარის გასწვრივ გაჩნდება და აქ მოძრაობის უფლება მხოლოდ მუნიციპალურ ავტობუსებს ექნება. სამივე ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მოძრაობის მიმართულებები ცალმხრივად განისაზღვრება კიდევ რამდენიმე ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებზე, მაგალითად პუშკინის ქუჩაზე გადაადგილება გმირთა ხეივანიდან ცალმხრივი იქნება. ნახაზების გაკეთებას ბათუმის მერია მალე დაიწყებს.
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, მოვაჭრეები საკვირაო ბაზრის გახსნას მეხუთე თვეა ითხოვენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ბაზარში დასაქმებულები ამბობენ, რომ ვაჭრობის აღდგენის თხოვნით, ადმინისტრაციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ობიექტი დღემდე დახურულია.
"ბევრჯერ მივმართეთ ადმინისტრაციას. გვპირდებოდნენ, რომ საკითხი მოგვარდებოდა, თუმცა არ შეასრულეს დაპირება. პანდემიის გამო, ისედაც ათასი პრობლემა გვაქვს. ოჯახებს ამ გზით ვინახავთ, ასე ვირჩენთ თავს.
ვითხოვთ, რომ რეგულაციის შესაბამისად, არამალფუჭებადი პროდუქტის გაყიდვის უფლება...
მოსახლეობას ვარწმუნებ, რომ ნაკადები დათვლილი გვაქვს პიკის საათებში 20%-იანი მატებით. შესაბამისად, არც სექტემბრის გვეშინია და არც იმის, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რასაც ქართველი მძღოლები ვერ დაემორჩილებიან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო სქემის შეცვლას.
ბითაძის განცხადებით, პირველ დღეს საცობი მძღოლების ახალ მარშრუტთან ადაპტაციით იყო გამოწვეული, რასაც 1-2 დღე სჭირდება.
„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, სატრანსპორტო სქემის შეცვლის...
წინა სტატია
კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია - ეს არის სამი დაპირება, რომელსაც "ევროპული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, არჩევიდან 100 დღის განმავლობაში, მოსახლეობას ჰპირდება.
როგორც პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, პირველი და უმთავრესი დაპირება კეთილდღეობაა, ვინაიდან დღეს საქართველოში უმუშევრობა, სიღარიბე, ზრდადი ფასები და გაჭირვებაა.
პარტია ამბობს, რომ, უპირველესად, შეამცირებს გადასახადებს, ვინაიდან ეს არის კრიზისის პირობებში ბიზნესის გადარჩენის...
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება.
როგორც ბითაძე აცხადებს, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, საცობების მართვისკენ და ეს ღონისძიებები მთელ თბილისში გატარდება.
„ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, სატრანსპორტო სქემის შეცვლის პირველ დღეს, ბუნებრივია, იყო გარკვეული პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო ავტომობილების მძღოლების ახალ მარშრუტთან ადაპტაციით. მთელი შაბათ-კვირა მიმდინარეობდა...
5-თვიანი პაუზის შემდეგ ხულოს საბაგირო გაიხსნა. ბაგირგზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოებისთვის შპს „ბაგირმშენმა“ 124 ათასი ლარი დახარჯა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ბაგირით თაგოს მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ცენტრს 8 წუთში უკავშირდება. ბაგირის რეაბილიტაციამდე მათ გადაადგილება შემოვლითი გზით უწევდათ.
საბაგირო 1985 წელს გაიხსნა და ის სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზე
წინა სტატია
ზუგდიდელი ბიზნესმენი მანანა მიქავა და მისი უფლებადამცველი ნანა ფირცხელავა აცხადებენ, რომ ადგილობრივმა მერიამ და კანცელარიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინეს. კერძოდ, ადვოკატის თქმით, კანცელარიის თანამშრომელმა ჯერ კიდევ 5 ივნისს მერიაში შეტანილი განცახდება, რომლის პასუხიც ორი თვის განმავლობაში არ მიუღიათ, თვითნებურად გაატარა ხელმეორედ 29 ივლისს, უკვე 30 ივლისს კი მერის, გიორგი შენგელიას ხელმოწერით პასუხიც მიიღო. ამის...
ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე წლების წინ თვითნებურად მოწყობილი ავტობაზრობა გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ბაზრობა გოგოლის ქუჩაზე „მეტროს“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავიდა.
მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასაყიდი ავტომობილების მფლობელები აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ გააფრთხილეს. მოსთხოვეს დაევტოვებინათ უკანონოდ დაკავებული ტროტუარები და პარკირების ზონები.
"იმ მძღოლებმა, რომლებმაც უგულებელყვეს მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა, მათი ავტომობილები გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. რაც შეეხება აღმაშენებლის ქუჩას, ყოველდღიურ რეჟიმში...
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ფულადი ჯილდო დაწესდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება თელავის საკრებულომ 31 ივლისის სხდომაზე მიიღო.
საკრებულომ მხარი დაუჭირა თელავის მუნიციპალიტეტის იმ წარმატებული სპორტსმენების, სპორტული კლუბების წევრების და მათი მწვრთნელების ფინანსურად წახალისებას, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში იასპარეზებენ და მაღალ სპორტულ შედეგებს აჩვენებენ.
ამ პროექტის ინიციატორი საკრებულოს თავმჯდომარის...
წინა სტატია
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის უკვე ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა და გადაწყვეტილება დიდი ხნის მიღებული ჰქონდა.
არჩილ ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. „ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. გარკვეული დროის უკან გადავწყვიტე ეს. რაც შეეხება სტიქიას და მასთან კავშირს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ მოხდებოდა სტიქიის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
სახნავ-სათესები, საძოვრები, ტყეები, პირდაპირ და უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს ქართველ ხალხს, - ეს არის "ევროპული საქართველოს" დაპირება, რომელზეც დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ქონების ძალიან დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია და ეს ქონება იხარჯება პრივილეგირებული მმართველების ათეულობით ათას ლარიან ხელფასებზე, მიდის და ილექება მთავრობის ჯიბეებში.
"ამიტომაც ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება...
ბათუმში, 2 აგვისტოს ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმის მერიაში უახლოეს პერიოდში შეიქნება სპეციალური კომისია, რომელიც ილია ჭავჭავაძის უკვდავ სიტყვებს - "მამული, ენა სარწმუნოება“ ქალაქს დაუბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მისივე განცხადებით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, რომელზეც კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
„ჩვენს თანამემამულეებს მინდა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორცილდა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 21.5 მლნ ლარი შეადგინა. პროექტის დასრულების შემდეგ 360 დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას.
„გარდა დასრულებული სამი საცხოვრებელი კორპუსისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდში...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია - ეს არის სამი დაპირება, რომელსაც "ევროპული საქართველო", 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, არჩევიდან 100 დღის განმავლობაში მოსახლეობას ჰპირდება.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, პირველი და უმთავრესი დაპირება კეთილდღეობაა, ვინაიდან დღეს საქართველოში უმუშევრობა, სიღარიბე, ზრდადი ფასები და გაჭირვებაა.
პარტია მოსახლეობას ჰპირდება, რომ, უპირველესად, შეამცირებს გადასახადებს, ვინაიდან ეს არის კრიზისის...
ფოთში მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება.
ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტი ტერიტორიის კეთილმოწყობასთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ითვალისწინებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების კუთხით.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.პროექტი ითვალისწინებს პირსის, საჩრდილობლების, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრების მოწყობას.სამუშაოებს ტენდერში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































