დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დაგარახოში წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები ადგილზე პირადად შეაფასა. "პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ჭაბურღილი და სამარაგო რეზერვუარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის მიზანია, სოფელ დაგარახლოს სასმელი და სამეურნეო-ტექნიკური წყლით უზრუნველყოფა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 80 120 ლარს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ჭაბურღილის მოწყობა უახლოეს მომავალში განხორციელდება სოფლებში: ველისპირი, განახლება, მამულო, გომარეთი, მაშავერა, მამიშლო, ზერბაიჯანული კაკლიანი და კიზილქილისა“, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის...
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის დეპუტატთან, პარლამენტარ ირაკლი აბუსერიძესა და ისნის რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სამაჟორიტარო ოლქში სამი ახალი სკვერის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. ლევან დავითაშვილმა რეკრეაციული სივრცეების მოწყობისა და განახლების მნიშვნელობაზე და ასევე ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. ,,სასიხარულო ფაქტია, რომ რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქს კიდევ 3 ლამაზი სკვერი შეემატა, რომელიც...
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3, დამამთავრებელი ეტაპი აქტიურ რეჟიმში გრძელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა. 1100 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და მოეწყობა საყრდენი კედელი. აღსანიშნავია, რომ რუსთაველის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დაიწყო, I ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთს; II ეტაპზე, გზის 250...
ახალციხეში სასმელი წყლის მილების დაზიანების გამო, გამსახურიას, ორბელიანისა და კეცხოველის ქუჩები იტბორება. ზოგიერთი მილი შეაკეთეს, თუმცა, პრობლემა ვერ მოგვარდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ორბელიანი ქუჩის სავალ ნაწილზე, სასამელი წყლის მილებიდან წყალი ბოლო სამი წელია სისტემატურად გადმოდის. ზაფხულში აქაურობა იტბორება, ზამთარში კი ქუჩაზე გადმოსული წყალი იყინება და კიდევ ერთ სირთულეს ქმნის. მოსახლეობას პრობლემის მოგვარების იმედი უკვე აღარ აქვს. „სამი წელია ასფალტი...
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა. ბესიკ ესებუამ განცხადება წასვლის შესახებ გუშინ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ დაწერა და თანამშრომლებისთვის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახური დატოვა. განცხადებაში კი მიზეზად, ოჯახური მდგომარეობა დაასახელა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.  ესებუას წასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. თანამშორმლები მიზეზებზე ვერ საუბრობენ, თავად ესებუა კი ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს. დილიდან ცარიელია მუნიციპალიტეტის მერიაც. ადგილზე არც მერი და არც მისი მოადგილეები იმყოფებიან,...
10 სმ-ით ნაკლები აღმოჩნდა იმ სანიაღვრე არხის სიგანე, რომელიც ქარელის მერიის დაკვეთით სოფელ კოდავარდისუბანში გააკეთეს. ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ზემდგომებს მოახსენა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.  ქარელის მერიამ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას გაფრთხილება მისცა, რაც ერთი წლის განმავლობაში მსგავსი სახის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში კომპანიის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. ინდმეწარმე პაატა ხაჭაპურიძემ, ამავე დასკვნის მიხედვით, სანიაღვრე არხს წყალშემკრები ჭაც არ გააკეთა. კოდავარდისუბანი ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს....
შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირეთათვის მაღალი ხარისხის სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, USAID-ის ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში თელავსა და ლაგოდეხში სარეაბილიტაციო ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. რომელთა დახმარებითაც, პაციენტები უმაღლესი დონის შედეგებზე ორიენტირებულ მკურნალობას მიიღებენ. "სარეაბილიტაციო მომსახურების გარდა, USAID შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სრულიად ახალ მიდგომებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს. საქართველოს მასშტაბით 6 მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები გაიხსნება, სადაც...
ოთხშაბათის, 5 აგვისტოს აქციის შემდეგ გურჯაანის „გლეხური ბაზარი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. აქციის მონაწილეებმა პიკეტირება შეწყვიტეს. ამის შესახებ სპექტრი წერს. როგორც მოვაჭრეებმა speqtri.ge-ს განუცხადეს, ადმინისტრაციას ჩახერგილი სამშენებლო მასალის გასასუფთავებლად ორი დღის ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გურჯაანის ბაზარი აქციის მონაწილეებმა დაკეტეს, ისინი ბაზრის ქვემოთა შესასვლელის გასუფთავებას ითხოვდნენ, რომელიც ბაზრის ადმინისტრაციამ ცემენტის ფილებით ჩახერგა.
ქარელის მერიაში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით ფცასა და ბრეთის მეურნეობის სკოლებში ინდმეწარმე გულნარა ბალახაძემ გათბობის სისტემების მონტაჟი დაასრულა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. კომპანიამ მერიაში სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ფორმა #2 წარადგინა, თუმცა, როგორც მერის მოადგილე აცხადებს, ინსპექტირების ჯგუფმა ადგილზე შესწავლის შედეგად ნაკლოვანებები აღმოაჩინა. კერძოდ, გაარკვიეს, რომ დამონტაჟებული იყო არა 500-ლიტრიანი ავზები, არამედ, 200-ლიტრიანი ავზები. ამის გამო, ზაზა გულიაშვილმა...
კარგი იქნებოდა რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ რას იზამ, ცხოვრება არის და ცხოვრებას თავისი რეალობები მოაქვს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ საბლოოდ შეჯერებული არ არის. „გუშინ ვიმსჯელეთ, რამდენიმე ვაკანსია გვაქვს ჯერ კიდევ, ამიტომ არ შეიძლება ნაწილ-ნაწილ დასახელება, როგორც კი სამდივნო მთლიანად შეადგენს ამ სიას და პოლიტსაბჭო დაამტკიცებს, მაშინვე გავასაჯაროებთ. ჩვენ...
საკვანძო ოლქებში კოორდინირება გონივრული იქნებოდა, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მცდარი არჩევანი გააკეთა. ეს მათი უფლებაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციურ ძალებს შორის თბილისის ოლქებზე შეთანხმებაზე დაყრდნობით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არჩევნების გზით ჩამოშორდება. „საკვანძო ოლქებში კოორდინირება გონივრული იქნებოდა, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა არჩევანი გააკეთა, მცდარი არჩევანი, მაგრამ ეს მათი უფლებაა. ამიტომ...
წინა სტატია მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თელავის აგრარული ბაზარი ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა პანდემიის პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ბაზრის დირექტორმა ობიექტის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ რეგინფო წერს. აგრარული ბაზარის დაკეტვა დასაქმებულებმა გააპროტესტეს და სამუშაო ადგილზე შესვლა მოითხოვეს. მოვაჭრეებთან მოსალაპარაკებლად ბაზრის დირექტორი მერაბ თურქოშვილი და კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი მივიდნენ. საბოლოო ჯამში, აგრარულმა...
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით გორის მერიაში ახალი განყოფილება იქმნება. ამის შესახებ 6 აგვისტოს გამართულ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.  საკითხის ინიციატორია ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრე თარხნიშვილი. ახალ განყოფილებას ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ერქმევა. ალექსანდრე თარხნიშვილმა თანხმობის მისაღებად პროექტი საკრებულოს გაუგზავნა. მისი განმარტებით, 2020 წლის 1 ივნისიდან ბავშვთა კოდექსში ამოქმედდა ნორმა, რომლითაც...
"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა, სადაც 160 ათას 700 ლარი ახალგაზრდების დასაქმების პროგრამაზე გაიწერა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ვარაუდობენ, რომ წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის პარტიულ აქტივს დაასაქმებენ. პროექტის პოლიტიკურ მიზნებს გამორიცხავენ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში. მათი განცხადებით, პროგრამა “წითელ ჯვართან “ თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანი კოვიდ19-ის რეკომენდაციების გავრცელებაა. პროექტში 180 მოხალისის...
ბათუმში, ჭაობის დასახლებაში ერთდროულად 19 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება. „უკვე დასრულდა 3 ქუჩის კეთილმოწყობა, 13 ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. უახლოეს პერიოდში კი, დამატებით 3 ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყება. ჩვენ, ახლა ვიმყოფებით ურეხის შესახვევში, სადაც სანიაღვრე სისტემის მოწყობა ხორციელდება. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, ჭაობის დასახლებას არ ჰქონდა სანიაღვრე სისტემა, რაც უხვი ნალექის დროს პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას. აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე სისტემის მონტაჟის შემდგომ აღნიშნული პრობლემა...
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა ცნობილია. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, 6 აგვისტოს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, კანდიდატების ნაწილზე შეთანხმდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარების სია ასე გამოიყურება: ნიკა მელია - თბილისი (გლდანი); ლევან ხაბეიშვილი - თბილისი (სამგორი); დავით კირკიტაძე - რუსთავი; გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისი; აზერ სულეიმანოვი - მარნეული; ხატია დეკანოიძე - თერჯოლა-ტყიბული-ზესტაფონი-ბაღდათი; ლევან ბეჟაშვილი - გურაჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო; გიორგი ბოტკოველი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; ბადრი ბასიშვილი - გორი-კასპი; ვაჟა ჩიტიშვილი - ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი; მელიქ რაისიანი -...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ