გურჯაანის ბაზარი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

504

ოთხშაბათის, 5 აგვისტოს აქციის შემდეგ გურჯაანის „გლეხური ბაზარი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. აქციის მონაწილეებმა პიკეტირება შეწყვიტეს. ამის შესახებ სპექტრი წერს.

როგორც მოვაჭრეებმა speqtri.ge-ს განუცხადეს, ადმინისტრაციას ჩახერგილი სამშენებლო მასალის გასასუფთავებლად ორი დღის ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გურჯაანის ბაზარი აქციის მონაწილეებმა დაკეტეს, ისინი ბაზრის ქვემოთა შესასვლელის გასუფთავებას ითხოვდნენ, რომელიც ბაზრის ადმინისტრაციამ ცემენტის ფილებით ჩახერგა.