თელავსა და ლაგოდეხში შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები გაიხსნება

371

შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირეთათვის მაღალი ხარისხის სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, USAID-ის ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში თელავსა და ლაგოდეხში სარეაბილიტაციო ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

რომელთა დახმარებითაც, პაციენტები უმაღლესი დონის შედეგებზე ორიენტირებულ მკურნალობას მიიღებენ.

“სარეაბილიტაციო მომსახურების გარდა, USAID შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სრულიად ახალ მიდგომებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს.

საქართველოს მასშტაბით 6 მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები გაიხსნება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შესაბამის დახმარებას სხვა , სპეციალურად მომზადებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისგან მიიღებენ. მათ გადამზადებას “მაკლეინ საქართველო” უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კენ ვოლკერის კლინიკა გაიხსნა. აღნიშნული კლინიკა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და კარგი მაგალითია, რომლის შედეგადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდა.

კლინიკა წელიწადში 3,000 პაციენტს მოემსახურება. კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო ცენტრი კავკასიის რეგიონში გამორჩეულია და ასეულობით ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა”, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ცენტრების კიდევ ერთი ფუნქცია ადგილოვრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა იქნება, რათა გაძლიერდეს და დაიხვეწოს შშმ პირებისთვის საჯარო სერვისები.