ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით გორის მერიაში ახალი განყოფილება იქმნება. ამის შესახებ 6 აგვისტოს გამართულ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საკითხის ინიციატორია ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრე თარხნიშვილი. ახალ განყოფილებას ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ერქმევა.
ალექსანდრე თარხნიშვილმა თანხმობის მისაღებად პროექტი საკრებულოს გაუგზავნა. მისი განმარტებით, 2020 წლის 1 ივნისიდან ბავშვთა კოდექსში ამოქმედდა ნორმა, რომლითაც ამ კუთხით მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვა.
კერძოდ: მუნიციპალიტეტის ორგანოები იღებენ ყველა საჭირო სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და სხვა ზომას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას მოახდენს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე.