პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველო რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. 11 აგვისტოს, 14:00 საათზე მმართველი პარტია ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან. დღესვე, 16:30 საათზე ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ყვარლის მოსახლეობას შეხვდებიან.
"ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთაში, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში შალვა კერესელიძემ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. კერესელიძეს პირველი შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ძეგვისა და ნიჩბისის მცხოვრებლებთან ჰქონდა. მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს ინფორმაცია მიაწოდა იმ პრობლემების შესახებ რაც დღეს ამ ორ სოფელში არსებობს. „ადგილობრივებმა იმედი გამოთქვეს, რომ შალვა კერესელიძის გამარჯვების შემთხვევაში პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის...
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. მათ შორის, რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ ქუჩებს, სადაც მოძრაობის ინტენსივობა ყველაზე მაღალია, კერძოდ, რეაბილიტაცია უტარდება სოხუმის, რუსთაველის, აღმაშენებლისა და ლ. ბერიას ქუჩებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო,...
წინა სტატია შემდეგი სტატია სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. „კოვიდ 19“-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო დროის უმოკლეს ვადებში საკარანტინო სივრცეებად მოაწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 518 მოქალაქე, აქედან 343 მესტიაში მდებარე სასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 171...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის ინფორმაციით, პროექტი სოფლების - ტიბაანის, ანაგის, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბის, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტ წყალმომარაგებას ითვალისწინებს. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზა" უახლოეს დღეებში დაიწყებს. "კონტრაქტორმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 26 თვეში უნდა დაასრულოს. სოფლების წყლის სისტემის მოწყობისთვის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 27 მილიონი ლარია გათვალისიწინებული. სამუშაოების ფარგლებში გათვალისიწნებულია სრულიად...
გლდანის ხევს სამი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება. აქედან ორი სკვერის მოწყობის სამუშაოები N8–N8 ა და N1-1 ა კორპუსების მიმდებარედ უკვე დასრულდა, N6-6 ა კორპუსებთან კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის ხევის N8–N8 ა კორპუსებთან, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყო და დასასვენებელი პავილიონი განთავსდა; დამონტაჟდა გარეგანათებისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა ღია სივრცის ტენისის მაგიდა, ასევე, სკვერისთვის...
წინა სტატია შემდეგი სტატია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად,  მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისაზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებენ. გასული ღამის განმავლობაში სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე,...
წინა სტატია შემდეგი სტატია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ამ დროსთვის კორონავირუსზე ტესტი 400-მდე პირს ჩაუტარდა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგების ხუთი ჯგუფი მუშაობს, თუმცა ვითარების შეფასების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, 12 ჯგუფის დამატება. ვიბლიანის განცხადებით, ტურისტების გადაყვანილი არიან საკარანტინო სივრცეებში. "შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები მზადყოფნაშია და...
წინა სტატია შემდეგი სტატია საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარეკონ 112- ზე ან მიმართონ ცხელების ცენტრებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ Covid-19-ზე ტესტირება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მთავრობა კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული რეგულაციები დაწესდა. „როგორც ცნობილია, ეპიდემიოლოგების მიერ კოვიდ-19-ზე აღებული 30 სინჯიდან...
წინა სტატია შემდეგი სტატია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. შს სამინისტროს ინფორმაციით, ეს გულისხმობს იმას, მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს საქართველოს მთავრობა 5.9 მილიონი ლარით აფინანსებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი არსებული ამორტიზებული საავტომობილო გზა. გზის სიგრძე, დაახლოებით, 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა. სამინისტროში განმარტავენ,...
წინა სტატია შემდეგი სტატია მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს,- ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ განაცხადა. მისი თქმით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება. დეპუტატის ინფორმაციით, შეზღუდვების დაწესება მას შემდე გახდა საჭირო, რაც დღეს გამოვლენილი კორონავირუსის ახალი 25 შემთხვევიდან, 17 სწორედ მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა მისივე ინფორმაციით, იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე -...
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო" გორისა და კასპის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატს 12 აგვისტოს დაასახელებს. "ლელოს" წარმომადგენლის, სოსო ვახტანგაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კანდიდატების შესარჩევად. "რადიო მოზაიკას" ინფრომაციით, "ლელო" მაჟორიტარობის კანდიდატად სოსო ვახტანგაშვილის კანდიდატურასაც განიხილავს. "ყველაფერს 12 აგვისტოს გაიგებთ. ამ დღეს მოხდება კანდიდატის წარდგენაც. ხვალ ზუსტად გვეცოდინება ვისზე გაკეთდება არჩევანი. შეიძლება ეს მე ვიყო, შეიძლება პაპუნა კობერიძე, ან შეიძლება უფრო "მძიმე წონიანიც" გამოჩნდეს', -...
წინა სტატია შემდეგი სტატია საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში არანაირი ისეთი რისკი არ არსებობს, რომელიც შეიძლება, რაღაც ემოციების საფუძველი გახდეს. გახარიას სიტყვებით, მესტიაში უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, რათა აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. მანვე აღნიშნა, რომ მესტიაში მყოფი ტურისტები უყურადღებოდ არ დარჩებიან: „ჩვენ დეტალურად ვმართავთ ამ პროცესს. არანაირი ისეთი რისკი არ არსებობს, რომელიც შეიძლება, რაღაც ემოციების საფუძველი გახდეს. წყნარად, მშვიდად, ეს იქნება...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში უკვე მეორე დღეა ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ეპიდემიოლოგები კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებს სწავლობენ. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, მანანა გოგაშვილის ინფორმაციით, მამაკაცს ტესტირება რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა და პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ,,ინფიცირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინიდანაა და ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს. 27 წლის კაცს ტექსტირება რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. ტესტმა „კოვიდ 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა....
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი გიუაშვილმა "ლეიბორისტული პატიიდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც იგი ამბობს, პარტიას "იდეურად, შინაარსობრივად და აზრობრივად" დაშორდა. გიუაშვილი აცხადებს, რომ ბორჯომის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სახელით განაგრძობს მუშაობას. იგი "ლეიბორისტული პარტიის" წევრი 2014 წლიდან იყო. "მიუხედავად ჩემი ყოველდღიური საკმაოდ აქტიური პოლიტ.სოც. საქმიანობისა, როგორც ბორჯომის საკრებულოს დეპუტატს, ამ თვეების მანძილზე ალბათ შესამჩნევი იყო ყველასათვის, რომ ფაქტიურად შეწყვეტილი მქონდა პარტიული საქმიანობა, ლეიბორისტულ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ