პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” გორისა და კასპის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატს 12 აგვისტოს დაასახელებს.
“ლელოს” წარმომადგენლის, სოსო ვახტანგაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კანდიდატების შესარჩევად.
“რადიო მოზაიკას” ინფრომაციით, “ლელო” მაჟორიტარობის კანდიდატად სოსო ვახტანგაშვილის კანდიდატურასაც განიხილავს.
“ყველაფერს 12 აგვისტოს გაიგებთ. ამ დღეს მოხდება კანდიდატის წარდგენაც. ხვალ ზუსტად გვეცოდინება ვისზე გაკეთდება არჩევანი. შეიძლება ეს მე ვიყო, შეიძლება პაპუნა კობერიძე, ან შეიძლება უფრო “მძიმე წონიანიც” გამოჩნდეს’, – ამბობს სოსო ვახტანგაშვილი.