ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ქართული წიგნები ჩაიტანა. პატარა ქართული ბიბლიოთეკები ხორენიაში, ალასტანში, გოკიოსა და ვარევანში მოეწყო. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა წიგნები სოფლებში თავად ჩაიტანეს. „მალე სხვა ოთხ სოფელსაც ვესტუმრებით და ნოემბრის ბოლოს ამ რაიონის ყველა სოფლის სკოლაში ჩვენი კვალი იქნება. წიგნის კვალი“, - წერს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოქალაქის საჩივარი, რომელიც ახალციხის საკრებულოს ერთ–ერთი დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრს მიწის ნაკვეთის უკანონოდ დასაკუთრებას ედავებოდა. თუმცა ამით დავა არ დასრულებულა. მოსარჩელე მხარე ნაკვეთზე მშენებლობის დემონტაჟს ითხოვს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. საქმე ეხება მეზობლურ დავას, რომელიც გასული წლის სექტემბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრმა თავისი სახლის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა და...
ბორჯომის სოფელ ყვიბისთან ბერის საყდრების მონასტერთან არქეოლოგიური გათხრებისას X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, იმ პერიოდში მოღვაწე ბერებს ეკუთვნით. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, აღმოჩენილი სარკოფაგი მნიშვნელოვანია როგორც ტაძრის არქეოლოგიური სტრუქტურის, ასევე რეგიონის ისტორიისა და კულტურის შესწავლისთვის. არექოლოგებმა სამარხში მონეტა და კერამიკის ნივთები იპოვეს. „სარკოფაგების შესწავლა მოგვცემს საშუალებას გავიგოთ როგორ იკრძალებოდნენ იმ პერიოდში ბერები, ძალიან საინტერესო იქნება მათი შესწავლა“–...
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას.  გამოცემა „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ "მიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჯამში 11 პროექტთან დაკავშირებით მიმართა. მათი უმეტესობა გამწვანებასთან დაკავშირებით...
წინა სტატია შემდეგი სტატია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესტიაში საკარანტინო რეჟიმის გამკაცრება არ იგეგმება. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეგიონში დღეს არსებული ვითარება სრული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. „რეგიონში დღესდღეობით განხორციელებული საკარანტინო რეჟიმი არის საკმარისი იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგებმა იმუშავონ თავისუფლად და ჩვენ გვქონდეს სრული კონტროლი აღნიშნულ რეგიონში. სამომავლოდ გამკაცრებას არ ვგეგმავთ. ჯერჯერობით ველოდებით ყველა იმ ტესტირების პასუხს, რომლის ნიმუშებიც უკვე აღებულია. ასევე, ვაგრძელებთ ნიმუშების აღებას“,- განაცხადა...
წინა სტატია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვები დაწესდა, - აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში. „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებო წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2020 წლის 10 აგვისტოს დაიწყო. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ფიზიკური პირის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფოთში პირველი შეხვედრა გამართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ფოთში, სენაკსა და ხობში ის მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს და მათ პრობლემებს პირადად მოისმენს. კრიმინალური და ეკონომიკური ვითარება, დასაქმება - ამ საკითხებს ბოკერია ქვეყანაში ძირითად გამოწვევად და პირველ რიგში მოსაგვარებლად მიიჩნევს. „ამოცანა საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად ფოთს, ხობსა და სენაკს აქვს ერთი - ეს...
„ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე და „ევროპული საქართველოდან“ თელავის, ახმეტის, ყვარელისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ყვარელში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემები მოისმინეს. „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა საუბარში აქცენტს, ფასების ზრდაზე, მომატებულ კრიმინალზე და უმუშევრობაზე აკეთებს და არჩევნებში ცვლილებებს ელოდება. დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით "ევროპულ საქართველოს" ექნება ძლიერი მხარდაჭერა ოპოზიციასთან ერთად არჩევნებში დამარცხდება "ქართული ოცნება"...
კრწანისის რაიონში შვიდი სკვერი მოეწყო. მათგან ხუთი ორთაჭალაში, ორი კი ფონიჭალაში მდებარეობს. კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიებზე დასასვენებელი სივრცეები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, სატრენაჟორო კომპლექსი, სხვადასხვა ატრაქციონი და გარე განათების ქსელი მოეწყო. ყველა ტერიტორია შემოისაზღვრა ღობითა და საბაღე გაზონით. თითოეული სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ასევე, დამონტაჟდა სკამები, ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით...
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ვაშაძემ ქუთაისში ტურიზმის სექტორში დასაქმებულებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კრიზისის შედეგად ქვეყანაში უამრავი სასტუმრო დაიხურა და ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა. მისი თქმით, კორონაკრიზისი მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პარტნიორებისთვის აღმოჩნდა კარგი ბიზნესი და 21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. ვაშაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს 23, 6 მილიონი ლარი დაიხარჯა გამარტივებული შესყიდვით სასტუმროს...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ტენდერებს აცხადებს. ცხრა სკოლაში სველი წერტილის, ერთში სახურავისა და ერთში გათბობის მოსაწყობად, ჯამში მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ახალციხის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სკოლებში სამუშაოების შესახებ ტენდერები შვიდ აგვისტოს გამოაცხადა. სამუშაოები შესრულდება: მინაძის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა - 93 447 ლარი; ფერსის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა - 101771 ლარი; კლდის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა - 125 053 ლარი; ანდრიაწმინდის...
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ლევან კობერიძე პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იქნება. „ლევან კობერიძე იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. მინდა ვუსურვო წარმატებები და იმ იდეების განხორციელება ჩვენს გუნდთან ერთად, რომელიც ასე გვაღელვებს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენ ერთად გვინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს სამართლიანი და წარმატებული. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საქმე წინ...
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, მმართველი გუნდი საზოგადოების მოტყუებას ცდილობს. როგორც მან აღნიშნა, დღეს, როდესაც მოსახლეობა შიმშილს ებრძვის, „ქართული ოცნების“ ლიდერები კორუფციული გარიგებებით საკუთარ ჯიბეებზე ფიქრობენ. „“დამსხვრეული ოცნებების“ პარტია კიდევ ერთხელ ცდილობს მოატყუოს ჩვენი საზოგადოება. მათ არ შეუძლიათ თავიანთი გაკეთებული საქმეებით მიიმხრონ ამომრჩეველი, შესაბამისად, არ არსებობს არცერთი მიზეზი, რის გამოც ხალხმა მათ უნდა დაუჭიროს მხარი. გაღარიბებულ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ბევრი საქმეა...
„თავისუფალმა საქართველომ“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ჯალაღონია წარადგინა. როგორც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, დღეს ყველა საუბრობს, რომ პარლამენტს ახალი სახეები სჭირდება, თუმცა „ახალ სახეებში ყველა თავისებურ აზრს დებს“. „ირაკლი ჯალაღონია ჩვენთვის მართლაც ახალი სახეა. იგი ახალგაზრდა, განათლებული ადამიანია, რომელსაც ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, ირაკლი პარლამენტისთვის ის შენაძენი იქნება, რომელიც რეალურად შეძლებს საკანონმდებლო ორგანოს ახალი ენერგია...
წინა სტატია შემდეგი სტატია აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "გირჩის" ლიდერის ანგარიშებს, ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო ყადაღა დაადო. პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ფაქტს იმას უკავშირებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ გზით მისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას ცდილობს. "მაქვს რამდენიმე ჯარიმა, მათ შორის 2000 და 3000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც ორი წლის წინ დამაკისრეს. აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ...
წინა სტატია ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათაშვილი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ "პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსში ვერ ერკვევა". "სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლება-მოვალეობებს განმარტავს საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, ხოლო მათი წინასაარჩევნო აგიტაციაში და კამპანიაში მონაწილეობა “საარჩევნო კოდექსის” 76 პრიმა მუხლით რეგულირდება. სხვათაშორის, ეს ჩანაწერი მაშინაც მოქმედი იყო, როდესაც ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ