პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 აგვისტოს, 12.00 საათზე, მმართველი პარტია საგარეჯოს მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს წარუდგენს. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან 14:00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს...
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მესტიის მუნიციპალიტეტს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა. კერძოდ, ხანდაზმულ, მარტოხელა ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსით გამოწვეული საფრთხე განსაკუთრებით ემუქრებათ, 270 სასურსათო და 270 ჰიგიენური ამანათით დაეხმარნენ. "დახმარების მიზანია კორონავირუსის შედეგების შემსუბუქება, დახმარების გაწევასთან ერთად, აგრეთვე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას ჰიგიენის წესებისა და პროფილაქტიკური ზომების შესახებ, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ინფექციის რისკის შესამცირებლად", - ნათქვამია ადგილობრივი...
საფეხბურთო კლუბი "ბორჯომი" მიმდინარე სეზონის ვარჯიშებს თბილისში, საშინაო მატჩებს კი მცხეთაში გამართავს. მიზეზი ბორჯომის სტადიონია, რომელიც მე–4 ლიგის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. კლუბის პრეზიდენტის, კობა თედიაშვილის განმარტებით, პანდემიის გამო მუნიციპალიტეტმა საფეხბურთო მოედნის შეკეთება ვერ მოახერხა, ფედერაციამ კი საფეხბურთო მატჩების ჩატარების უფლება არ მისცა. „სტადიონის რეაბილიტაცია გადაიდო მომავალ წლამდე, დღეის მდგომარეობით კი მოედანზე ცუდი მდგომარეობაა, საფარი დაზიანებულია, რაც გაართულებს...
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავოტორი: თაკო ფეიქრიშვილი, რიმა სარუხანიან, გიორგი ლონდარიძე 2020 წლის იანვრიდან დღემდე, თვე არ გავა ნინოწმინდაში ადგილობრივებმა საძოვრების საკითხზე აქცია რომ არ გამართონ. პროტესტის ნიშნად, ისინი ხან ცენტრალურ გზას კეტავენ, ხან ნინოწმინდის მერიაში მიდიან, ხან დასახლებებთან იკრიბებიან. არის შემთხვევები, როცა ამ საძოვრების გამო სიტყვიერი დაპირისპირებაც ხდება. ორლოვკა, ჟდანოვაკანი, საღამო, გორელოვკა, ნინოწმინდა, ტამბოვკა, ოროჯალარი, ეშტია - ეს ის დასახლებებია,...
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონ 300 ათასი ლარით შეივსო. პანდემიის პერიოდში გადასახადებისა და მოსაკრებლებიდან მისაღები შემოსავლების შემცირება აისახა ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობებზე. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად გაგრძელებისა და ახალი პროექტების დაწყების მიზნით ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განხორციელდა. შესაბამისად, შენარჩუნდება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი. ,,ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, დამატებით 7 მილიონი ლარის...
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას ეყოლება პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც აღარ იქნება მართული ერთი პოლიტიკური ძალის ან ლიდერის მიერ. აღნიშნული განცხადება დავით ბაქრაძემ წყალტუბოს, ვანის, ხონის და სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატის აკაკი ბობოხიძის წარდგენისას განაცხადა. დავით ბაქრაძის თქმით, ზაფხულის სიცხისა და კორონავირუსის მიუხედავად, საზოგადოებაში მაღალი აქტივობაა, რადგან ადამიანებს კარგად ესმით, რომ ოქტომბრის არჩევნები მათი შანსი და შესაძლებლობაა, რათა საკუთარი...
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი - ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ - ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა ზემო იმერეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50 - ე კმ - ზე, სოფელ უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე...
2020 წლის მარტიდან ივლისამდე კოვიდ-19 ინფექციის გავრცელების პრევენციისა და პანდემიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით ღია საზოგადოების ფონდმა საქართველოში დამატებით 900 ათას აშშ დოლარამდე ოდენობის დაფინანსება გამოყო. კოვიდ-19 შედეგებთან გამკლავებისთვის გაწეულმა მხარდაჭერამ რამდენიმე მიმართულება მოიცვა, მათ შორის მოქალაქეთა შრომის უფლებების დაცვა, სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებები, ჯანდაცვის ინსტიტუციების და სამედიცინო პერსონალის გაძლიერება, ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და რეგიონული მოსახლეობის ინფორმირება, უფასო სამართლებრივი და...
იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. „ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, ამ კანონმდებლობაზე მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს, ჩვენ შეგვიძლია უკვე, რომ ფართო...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დრო დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ყველა სოფელს მიწოდება წყალი და ელექტროენერგია. “მოგეხსენებათ, რაჭაში სტიქია გვქონდა, საკმაოდ მასშტაბური და მძიმე, მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა,სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა საკმაოდ სწრაფად აღდგა....
წინა სტატია „ლელოს“ მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, ვაკის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. ხოშტარია თქმით, მიაჩნია, რომ „ლელოს“ წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის. „არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით“, -...
წინა სტატია ვაკის მაჟორიტარულ ოლქში პარტიის, „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატის ლევან კობერიძის განცხადებით, საქართველოში „ორპოლუსიანი პოლიტიკური ვითარების გარღვევა“, მხოლოდ ახალი და ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნითაა შესაძლებელი. როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ლელოს“ სტრატეგია, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა ჰყავს, სწორია. "„ლელოს“ აქვს სრული ძალა, პოლიტიკური შინაარსი და ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ თავისი კანდიდატები წარმოადგინოს ყველა მაჟორიტარულ ოლქში. ვფიქრობ, ეს არის ის სწორი გზა და დაკვეთა, რასაც...
ბოლო დროს წარმოდგენილ მსგავს კვლევებს ერთი უცნაურობა ჭირთ - პირველი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით, ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც IRI-ია მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს, კვლევის შედეგები, განსაკუთრებით, რატომღაც მისი პოლიტიკური ნაწილი, ასევე არასწორი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის...
პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხუთ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარების კანდიდატებზე მსჯელობა კვლავაც მიმდინარეობს. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის პარტიას 40 ათასზე მეტი რეგისტრირებული მხარდამჭერი და პარტიის წევრი ჰყავს. “როგორც იცით, ჩავატარეთ მხარდამჭერების შიდა გამოკითხვა. დაახლოებით, ერთი თვის წინ დავიწყეთ ეს კამპანია, რომელშიც ათასობით ჩვენი მომხრე ჩაერთო. დღეს ჩვენ 40 ათასზე მეტი რეგისტრირებული მხარდამჭერი და პარტიის წევრი გვყავს. 25 დავასახელეთ იმიტომ, რომ...
წინა სტატია ოპოზიციას, გაერთიანებული ძალებით აქვს მაღალი შანსი, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია დაამარცხოს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევის შედეგები შეაფასა. სალომე სამადაშვილის თქმით, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევის შედეგები გამორიცხავს ნებისმიერ სცენარს, რომლითაც „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევა...
„ლელოს“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის და მისი მეგობრები ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში გეგმავენ და ავითარებენ ეკონომიკებს - კრიზისიდან გამოიყვანენ საქართველოს და შექმნიან ძლიერ, ეროვნული ეკონომიკის მქონე ქვეყანას. როგორც ჯაფარიძემ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, საბურთალოს საარჩევნო ოლქში, თანამოქალაქეებთან ერთად, დაიწყებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და ქვეყნის კეთილდღეობის შექმნას. „30 წლის წინ ზვიად გამსახურდიას და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ