„ქართული ოცნება“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს

607

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 აგვისტოს, 12.00 საათზე, მმართველი პარტია საგარეჯოს მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს წარუდგენს.

წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან

14:00 საათზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს დედოფლისწყაროს მოსახლეობას წარუდგენენ ; 20.00 საათზე, მმართველი გუნდი დავით სონღულაშვილს გურჯაანში წარადგენს.