ელენე ხოშტარია: „ლელოს“ მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება მოულოდნელობა იყო, თუმცა ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ

377

წინა სტატია

„ლელოს“ მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, ვაკის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ხოშტარია თქმით, მიაჩნია, რომ „ლელოს“ წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის.

„არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით“, – წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, 12 აგვისტოს „ლელო საქართველომ“ ქვეყნის 25 მაჟორიტარულ ოლქში პარტიის კანდიდატები წარადგინა, ვაკის რაიონში „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე იქნება. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დარჩენილ 5 ოლქზე კონსულტაციები მიმდინარეობს და მათი დასახელება უახლოეს პერიოდში მოხდება.