ვაკის მაჟორიტარულ ოლქში პარტიის, „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატის ლევან კობერიძის განცხადებით, საქართველოში „ორპოლუსიანი პოლიტიკური ვითარების გარღვევა“, მხოლოდ ახალი და ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნითაა შესაძლებელი.
როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ლელოს“ სტრატეგია, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა ჰყავს, სწორია.
“„ლელოს“ აქვს სრული ძალა, პოლიტიკური შინაარსი და ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ თავისი კანდიდატები წარმოადგინოს ყველა მაჟორიტარულ ოლქში. ვფიქრობ, ეს არის ის სწორი გზა და დაკვეთა, რასაც ითხოვს მოსახლეობა“,- განაცხადა კობერიძემ.
ცნობისთვის, 12 აგვისტოს „ლელო საქართველომ“ ქვეყნის 25 მაჟორიტარულ ოლქში პარტიის კანდიდატები წარადგინა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დარჩენილ 5 ოლქზე კონსულტაციები მიმდინარეობს და მათი დასახელება უახლოეს პერიოდში მოხდება.