წინა სტატია
კანონპროექტი, რომლის მიხედვით არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილებების მიხედვით, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის...
ციცაგიაანთკარში ახალი სასმელი წყლის სისტემის მოეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 358 843 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულდეს.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი ხარისხიან სასმელ წყალს მიიღებს.
ადგილობრივები გასული წლის 80-იან წლებში მოწყობილი, ამჟამად უკვე ამორტიზებული სასმელი წყლის სისტემით სარგებლობენ. შედეგად მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით, ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდება.
საპროექტო დოკუმენტაცია...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ფონდმა უკვე დაიწყო ტენდერების გამოცხადება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. ტენდერი გამოცხადდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარის და სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3967
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3968
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სკოლის გარდა, დუშეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის...
ახალქალაქის სოფელ ჩანდურაში (ჩამძვრალა) მცხოვრები მოსახლეობა საძოვრების იჯარით გაცემას აპროტესტებენ, ადგილობრივები ამბობენ, რომ 30 ჰექტარი, რომელზეც პირუტყვს წლების განმავლობაში აძოვებდნენ, 49 წლით სოფლის დეპუტატის, ანდრანიკ მურადიანის ოჯახის წევრმა მიიღო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია დღეს, პირველ სექტემბერს გამართეს. მათი თქმით, კარწახის გზასთან მდებარე 30 004 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქონების მართვის სააგენტომ იჯარით 2018 წელს გასცა, ამის შესახებ...
ეს არის ფასადური ცვლილებები, სადაც უფრო საკუთარი ინტერესებია ჩართული. რეალურად, ეს იქნება მკვდარი ნორმები, რადგან არცერთი ხელისუფლება, საკუთარ თავს არ სჯის ხოლმე, როდესაც ამომრჩევლის ნებაზე ახდენს ზეწოლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, პროექტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა, არის დაგვიანებული.
„არასწორი განმარტებები გაკეთდა, თითქოს „სისხლის სამართლის კოდექსში“ პირველად შემოდის, რომ...
ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა (ყოფილი უშიშროების შენობის) და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – მხატვართა სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, პროცესს ფოთის მერი, გოჩა კურდღელია მოადგილესთან – კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.
პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
უშიშროების ყოფილ შენობაში, რეაბილიტაციის შემდეგ, მხატვართა სახლი განთავსდება. სახელმწიფო უშიშროების ყოფილი...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მიმდინარე არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს. სამუშაოების 95% შესრულებულია ზუგდიდის წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. მასშტაბური პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
შესრულებული სამუშაოები, წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ნაფეტვარიძემ.
წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ზუგდიდში პირველად აშენდა. ობიექტი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.
მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტი, რომლის ღირებულება 8 მილიონ ლარს აღემატება, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, კვალითის დასახლებაში, მაღლაკელიძის, შათირიშვილისა და მელქაძის ქუჩების რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე განახლდება საავტომობილო გზის მონაკვეთი, გარე განათებები, ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე არხები. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები....
გასული წლებისგან განსხვავებით, 2020 წლის არჩევნებისთვის სამცხე-ჯავახეთში ახალი პოლიტიკური ძალები და საარჩევნო სუბიექტები გამოჩნდნენ. არჩევნებამდე ზუსტად ორი თვით ადრე, რეგიონის ორ ოლქში ამ ეტაპზე ექვსი პოლიტიკური ძალა გამოიკვეთა. მათმა ნაწილმა აქტიური კამპანია უკვე დაიწყო, ნაწილი კი საარჩევნო ნომრის მინიჭების მოლოდინშია. ამ თემაზე სტატიას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც 31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრასთან...
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში 22 ლიფტი რეაბილიტირდა. ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის ქუჩა N87-ში, პირველ და მეორე კორპუსებში განხორციელდა, სადაც 3 ახალი ლიფტი დამონტაჟდა.
ახალი ლიფტები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.
აღნიშნულ კორპუსებში არსებული ძველი, ამორტიზებული ლიფტების სრული რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 120 000-მდე ლარი დახარჯა. 2020 წლის ბოლომდე,...
სენაკის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიულ შენობას, ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის და სენაკის საპატიო მოქალაქის დიმიტრი ჯაიანის სახელი მიენიჭა.
როგორც აფხაზეთის მთავრობაში აცხადებენ, შენობაში განთავსდა დიმიტრი ჯაიანის მემორიალური დაფა, რომელიც ხელოვანის ვაჟმა და შვილიშვილმა - ჯაბა და გიორგი ჯაიანებმა...
საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დამტკიცდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებას და საჯარო მოხელეს გადაეგზავნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებსა და რაიონების გამგებლებს დაავალა, აღნიშნული დოკუმენტი ყველა თანამშრომელს გააცნონ.
„გამოვეცი ბრძანება „საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციასთან“ დაკავშირებით. განვსაზღვრეთ საჯარო...
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა დღეს ფოთში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად თამარ ფაჩულია წარადგინეს, - აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პარტიის ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ისევე, როგორც მთელი საქართველო, დღეს ფოთიც დაპაუზებულია.
„ეს უდიდესი შესაძლებლობების ქალაქი წლებია, რაც განვითარებას აღარ განიცდის. არა და, ქართული ეკონომიკის კუთხით ფოთის გამოყენება ათმაგად არის შესაძლებელი. ქალაქის იერსახეც კი უცვლელია, არა თუ ინდუსტრიული მიმართულებები. 2020 წლის...
კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ლევან ჯაფარიძემ კრწანისის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
„როგორც იცით, კრწანისის რაიონში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. საზოგადოებას უახლოეს დღეებში ლევან ჯაფარიძის კანდიდატურას წარვუდგენთ. ის ამდენი ხნის განმავლობაში, კრწანისის რაიონის გამგებელი იყო. ჩვენ ერთად ვახორციელებდით იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც...
დედაქალაქის მერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად, თბილისის ანძა საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი გახდება. დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, კვების ობიექტები.
"თბილისის ანძის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 10-დან 15 მლნ ლარამდე იქნება", -...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე ძველი, მიწისზედა ნარჩენების ურნები მოიხსნება და მოსახლეობა ახალი, მიწისქვეშა ურნებით სარგებლობას შეძლებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს დაავალა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სპეციალური საინფორმაციო ბროშურები დაურიგონ, რათა საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ისარგებლოს აღნიშნული ურნებით.
„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დავიწყეთ საპილოტე პროგრამა - ნარჩენების მიწისქვეშა ურნების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































