მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში 22 ლიფტი რეაბილიტირდა. ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის ქუჩა N87-ში, პირველ და მეორე კორპუსებში განხორციელდა, სადაც 3 ახალი ლიფტი დამონტაჟდა.
ახალი ლიფტები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.
აღნიშნულ კორპუსებში არსებული ძველი, ამორტიზებული ლიფტების სრული რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 120 000-მდე ლარი დახარჯა. 2020 წლის ბოლომდე, რაიონის მასშტაბით, კიდევ 38 ლიფტის რეაბილიტაცია-მოწყობაა დაგეგმილი.