ციცაგიაანთკარში ახალი სასმელი წყლის სისტემის მოეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 358 843 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულდეს.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი ხარისხიან სასმელ წყალს მიიღებს.
ადგილობრივები გასული წლის 80-იან წლებში მოწყობილი, ამჟამად უკვე ამორტიზებული სასმელი წყლის სისტემით სარგებლობენ. შედეგად მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით, ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდება.
საპროექტო დოკუმენტაცია USAID-ის „ზრდა“ პროექტმა მოამზადა და გორის მერიას უსასყიდლოდ გადასცა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის დიდი ნაწილის (87%) მოპოვებაშიც გორის მუნიციპალიტეტის მერიას USAID-ის „ზრდა“ პროექტი დაეხმარა. პროექტმა დაფინანსება ეუთოს მხარდაჭერით იტალიის რესპუბლიკისგან მიიღო. კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო USAID-ის „ზრდა“ პროექტის, ეუთოსა და იტალიის რესპუბლიკის მიმართ“. – გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.