კანონპროექტი, რომლითაც არჩევნებში არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა ჯარიმით, შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

392

წინა სტატია

კანონპროექტი, რომლის მიხედვით არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.