პოლიტიკურმა მოძრაობამ „დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნა“ საარჩევნო კამპანია ზუგდიდიდან დაიწყო. დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში გამართულ შეხვედრაზე მოძრაობის ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ მომხრეებს წარუდგინა პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები – ლია მუხაშავრია, კოტე კემულარია, თამარ შარანგია და კობა ქანთარია. პოლიტიკურმა მოძრაობამ შეკრებილებს სამომავლო გეგმები გააცნო. „საქართველოს პოლიტიკურ დედაქალაქში, ზუგდიდში, ოფიციალურად სტარტს იღებს ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ საარჩევნო კამპანია. ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი ქვეყნისთვის ამ რეგიონს, და ზოგადად ჩვენი პერსპექტივისთვის. ყველას...
პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან "ლელოს" ქალთა საბჭოს ორგანიზებით აქცია-ბრიფინგი გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, აქცია ზუგდიდში "ლელოს საქართველოსთვის" ქალ წევრებზე შანტაჟის და ბოლო დროს გახშირებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ჩატარდა. როგორც „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლანა გალდავამ განაცხადა, ქალთა საბჭოდან ზუგდიდის ორი წარმომადგენლის მიმართ მაღალი თანამდებობის საჯარო პირის მიერ ძალადობა და შანტაჟი განხორციელდა. ,,ლელო საქართველოსთვის ქალთა საბჭოდან ორი...
ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების გამო, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ დაანონსებული პარტიული სიისა და პროგრამის პრეზენტაციის ფორმატს ცვლის. პარტიის პრესსამსახურის განმარტებით, 14 სექტემბერს, სახელმწიფო მუზეუმის შიდა ეზოში (რუსთაველის გამზ. N3) პარტიის სიისა და პროგრამის პრეზენტაცია მხოლოდ ჟურნალისტებისთვის გაიმართება. "პარტია ბოდიშს უხდის მოწვეული დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების წარმომადგენლებს ფორმატის ცვლილების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსი ოკუპანტების მიერ ხურვალეთში მავთულხლართების გავლების პროცესის განახლებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია აფასებს და აცხადებს, რომ მოქმედ მთავრობას შექმნილი მძიმე მდგომარეობა არ აღელვებს. მისი თქმით, ხელისუფლებას მხოლოდ დამკვირვებლის პოზიცია უჭირავს, ნაცვლად იმისა, რომ საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იზრუნოს. “რამდენიმე დღეა მთელი ქვეყანა ვხედავთ, თუ როგორ აგრძელებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მცოცავ ოკუპაციას, ბორდერიზაციას და კიდევ უფრო ამძიმებს ამით საოკუპაციო...
"ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს თავს არაკომპეტენტურად ართმევს და სრულ პანიკაშია. კაპანაძის განცხადებით, ის ქმედებები რასაც ხელისუფლება ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმართავს, სრულიად მოკლებულია იურიდიულ საფუძვლებს და ეკონომიკისთვის მორიგი დარტყმის მიყენების მცდელობაა. „ ბოლო 2 დღის განმავლობაში ვადევნებთ თვალყურს, როგორ არაკომპეტენტურად ართმევს თავს ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს. სახეზეა სრული პანიკა მათი მხრიდან. გასაგებია, რომ ინფიცირებული ადამიანების გაზრდილი...
ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ, პარტიის ლიდერისთვის პუტინის გამოსახულებით სტიკერი გადაეცათ და კითხვა დაესვათ, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი", რასაც დაპირისპირება მოჰყვა. "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლომიას თქმით, თავად აქტივისტები არიან მოსყიდულები და მან აქტივისტს სტიკერი შუბლზე გაკვრა ურჩია. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, ისინი სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ.
ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შერჩევის პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. როგორც ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, დროებითი წევრების შერჩევის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაც და შესაბამისი სტატისტიკაც, რომ 73-ვე საუბნო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შერჩევის პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. თითოეული კონკურსანტის შესახებ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია მათი გამოცდილების...
საქართველოში დაგეგმილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, დაახლოებით 40 ქვეყანაში საარჩევნო უბნები გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, ცესკო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა საზღვარგარეთ ამომრჩევლებისთვის კვლავაც უზრუნველყოფილი იყოს მათი კონსტიტუციური უფლება. „მიუხედავად იმისა, რომ...
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი წერეთლის განცხადებით, საარჩევნო კომისიებში სახელისუფლებო პარტიის აქტივისტების დანიშვნა არღვევს ბალანსს და საარჩევნო კანონმდებლობისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების დარღვევას წარმოადგენს. მისი განცხადებით, აღნიშნული საკითხი დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს, რათა საარჩევნო კომისიისადმი უნდობლობის საფუძველი არ არსებობდეს და საარჩევნო პროცესი არ დაზარალდეს. “საოლქო და საუბნო კომისიებში დამოუკიდებელი წევრების ნაცვლად, სახელისუფლებო პარტიის აქტივისტებისა და დაკავშირებული პირების დანიშვნა არღვევს...
„თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი ძალაა, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნეოლიბერალიზს ებრძვის. ქვეყანა ჩიხშია შესული, ხოლო საზოგადოება კაბალურ მდგომარეობაში, - ამის შესახებ დღეს, პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ კახეთში შეკრებილ მხარდამჭერებთან განაცხადა. მისი აზრით, სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომელიც ქვეყანაში მევახშეობას აკრძალავს. „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემდეგ, თანამედროვე საქართველოში გაჩნდნენ ახალი სახის დევნილები და ეს ადამიანები - მევახშეებისგან, საკუთარი სახლ-კარიდან გამოდევნილები არიან. ჩვენ ბანკების საქმიანობის წინააღმდეგნი...
"რუსული ბორში პრორუსებისთვის," -  ასე გაპროტესტეს ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა "პატრიოტთა ალიანსის" შეკრება. ინფორმაციას და ფოტოებს ქუთაისი პოსტი ავრცელეს.  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებული აქტივისტები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსს" პრორუსულ პარტიას უწოდებენ, პარტიის მხარდამჭერებს რუსული სამზარეულოს მთავარი კერძით ხვდებიან და მათ სიმბოლურად ბორშს შესთავაზებენ. "შემთხვევით გავიგეთ, რომ "პატრიოტთა ალიანსს" აქცია აქვს  ქუთაისში. ისინი ქადაგებენ ძალადობას, ფინანსდებიან რუსული ფულით, ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი ტიპის მხარდაჭერა....
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საუბნო კომისიების შემადგენლობას აპროტესტებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიგა შუშანია ბლეფს უწოდებს კომისიების კონკურსის წესით დაკომპლექტების პროცესს და აცხადებს, რომ წევრები რეალურად "სუსის" მიერ შერჩეული პირები არიან. "ეს კონკურსი არს ბლეფი, სინამდვილეში კომისიებს "სუსი" აკომპლექტებს. მოვითხოვთ, საოლქო კომისიამ არ ჩასვას შემადგენლობაში "სუსის" მიერ შერჩეული ადამიანები", – განაცხადა გიგა შუშანიამ. შუშანიამ კომისიების წევრების სიაც გაასაჯაროვა.  მოთხოვნის...
"ლელოს" ზუგდიდის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა აცხადებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ შეურაცხმყოფელად მოიხსენია და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით დაემუქარა მათ ქალ წევრებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.  პარტიაში ამბობენ, რომ ლაშა გვასალაის კომენტარები სექსისტურია და აშკარაა ქალთა შევიწროების ფაქტი. ამასთან, განმარტავენ - გვასალიას მხარს უბამენ ე.წ. ტროლები და თავს ესხმიან უხამსი გამონათქვამებით. ბრიფინგზე რამდენიმე ფეისბუკ კომენატრის სკრინიც...
ზესტაფონში რიგით მეხუთე „საქმიანი ეზო“ მოეწყო, სადაც საშეშე მერქნის გადამუშავება ამერიკული წარმოების სატყეო დანიშნულების ტექნიკის მეშვეობით განხორციელდება. „საქმიანი ეზოები“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოეწყობა, მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას გაუადვილებს. ტყის ახალი კოდექსი, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი...
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კოვიდ19 დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა. „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ, ადასტურებს, რომ პარტიის აღმასრულებელ მდივნის, გედევან ფოფხაძეს" ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა,"-აცხადებენ პარტიაში. ცნობისთვის, ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კოვიდ19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ლიდერები ამ...
პარტია „ევროპული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გარდაბნის რაიონში, სოფელ ვაზიანში „ევროპული საქართველოს“ შტაბის მოხალისეებს, ხელისუფლების წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ აქტივისტები მიუგზავნა, რომლებიც ყვირილითა და შეძახილებით ცდილობდნენ ხელის შეშლას. ნადირაშვილის თქმით, მათ აქვთ ამ ფაქტის დამადასტურებელი მასალები და საჭიროა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა შესაბამისი ზომები მიიღონ. „რუსთავის საარჩევნო შტაბის მოხალისეებთან, გარდაბნის რაიონში, სოფელ ვაზიანში, სადაც ჩვენი შტაბის წარმომადგენლები აქტივისტები იყვნენ ჩასულები და ავრცელებდნენ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ