ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების გამო, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ დაანონსებული პარტიული სიისა და პროგრამის პრეზენტაციის ფორმატს ცვლის.
პარტიის პრესსამსახურის განმარტებით, 14 სექტემბერს, სახელმწიფო მუზეუმის შიდა ეზოში (რუსთაველის გამზ. N3) პარტიის სიისა და პროგრამის პრეზენტაცია მხოლოდ ჟურნალისტებისთვის გაიმართება.
“პარტია ბოდიშს უხდის მოწვეული დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების წარმომადგენლებს ფორმატის ცვლილების გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.