“პატრიოტთა ალიანსს” ქუთაისში “რუსული ბორშით” დახვდნენ

557

“რუსული ბორში პრორუსებისთვის,” –  ასე გაპროტესტეს ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა “პატრიოტთა ალიანსის” შეკრება. ინფორმაციას და ფოტოებს ქუთაისი პოსტი ავრცელეს. 

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებული აქტივისტები, რომლებიც “პატრიოტთა ალიანსს” პრორუსულ პარტიას უწოდებენ, პარტიის მხარდამჭერებს რუსული სამზარეულოს მთავარი კერძით ხვდებიან და მათ სიმბოლურად ბორშს შესთავაზებენ.

“შემთხვევით გავიგეთ, რომ “პატრიოტთა ალიანსს” აქცია აქვს  ქუთაისში. ისინი ქადაგებენ ძალადობას, ფინანსდებიან რუსული ფულით, ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი ტიპის მხარდაჭერა. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ვაპოტესტებ ამას და პრორუს აქტივისტებს ვთავაზობ რუსულ ბორშჩს”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა  აკაკი საღინაძემ.

“პატრიოტთა ალიანსი” ქალაქის ცენტრში შეკრებას და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას  18:00 საათზე გეგმავს.

ფოტო: www.kutaisipost.ge