წინა სტატია
სოფელ ქიწნისთან საგუშაგო უკვე მოეწყო. ადგილობრივებს იქ შესვლა და გამოსვლა შეუფერხებლად შეუძლია. ისინი სავალდებულო თერმოსკრინინგს გადიან.
ეპიდემიოლოგები კი კორონავირუსზე ტესტირების ჩასატარებლად ნიმუშებს იღებენ. დღეს ეპიდაფეთქების კერაში 300 ადგილობრივი უკვე გაიტესტა. პოლიციის მობილური ჯგუფი ქიწნისის მეურნეობის შესასვლელში 24 საათის განმავლობაში იმორიგევებს.
საკონტროლო პუნქტი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა. ის პოლიციის თანამშრომლებსა და მედიკოსებს შეხვდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. სიმონ გულედანი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ და ზედმეტი გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
გადაწყვეტილება საგუშაგოს მოწყობის...
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილე გიგა ფარულავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემრულებელი მალხაზ თორია, მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, არქიტექტორებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ზუგდიდის განაშენიანების გენერალური გეგმის პროექტის რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მხრიდან კვლავ დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათი განცხადებით, აღნიშნული უკანონო აქტივობა წარმოადგენს საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საოკუპაციო ხაზის ორივე...
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცესკომ მოკვლევა დაიწყო
შემდეგი სტატია
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე 14 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მოკვლევა დაიწყო.
ცესკო-ს ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარის დავალებით, კომისიის შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ფაქტის შესწავლა, რომელიც დღეს ასევე აქტიურად გაშუქდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში.
„საარჩევნო ადმინისტრაცია მოკვლევის შედეგებს და გადაწყვეტილებას შესაბამისი რეაგირების თაობაზე უახლოეს მომავალში გაგაცნობთ“, - აცხადებენ ცესკოში.
ცნობისთვის, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ნეიტრალური წევრების...
სამართლიანი არჩევნების მოკვლევით, საქართველოში ფეისბუქზე, 2020 წლის 4 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით ჯამში 193 465 აშშ დოლარი დაიხარჯა.
ფეისბუქის პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკაში ამ დროისთვის ჯამში 4 607 რეკლამაა აღრიცხული.
სამართლიანი არჩევნები მიუთითებს, რომ დაუდეკლარირებელი რეკლამების ნაწილი ფეისბუქის მიერ პოლიტიკურ რეკლამად იდენტიფიცირების გარეშე დარჩა, რის გამოც ამგვარი რეკლამების რაოდენობა და მათზე დახარჯული თანხის მოცულობა უცნობია.
დეკლარირებული პოლიტიკური რეკლამის მიხედვით, ყველაზე დიდი თანხა ფეისბუქზე პოლიტიკურ რეკლამაში "სტრატეგია აღმაშენებლის" პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი...
ოპოზიცია ბათუმის მერიასა და ავტოსატრანსპორტო გაერთიანებაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანია "ალმამ" ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე სარეკლამო ბანერების განთავსების უფლება 30 წლის ვადით, 4 მილიონ 100 ათას ლარად მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ბათუმის ბიუჯეტში კომპანიამ ყოველთვიურად, დაახლოებით, 11 ათას ლარზე მეტი უნდა შეიტანოს. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
ოპოზიციური პარტიის წევრი "ალმას" შეეხმიანა და ავტობუსებზე "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის...
მაღალმთიან აჭარაში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბერს საკლასო ოთახში განახლდება.
როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, მაღალმთიან აჭარაში კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, შესაბამისად, სასწავლო პროცესის გადადებაზე საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად იმსჯელეს.
თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ხვალიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოსწავლეები დისტანციურ სწავლებას დაიწყებენ.
"საგულისხმოა, რომ ჩვენ დაგვიფიქსირდა კოვიდინფიცირება მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ რესურსცენტრში. შესაბამისად, დღეს ოპერატიული შტაბის ფორმატში საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად სამი მუნიციპალიტეტისა, როგორიც იყო ხელვაჩაური...
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში 6 ბაზრის 150 მეწარმეს გაფრთხილება მიეცა.
როგორც ფერაძემ დღეს გამართული საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბაზრების შემოწმების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელი ვითარება იყო.
„აჭარის რეგიონში ჩვენ სრულად მოვახდინეთ იმ ობიექტების შემოწმება, სადაც ადამიანთა მობილობის დიდი რაოდენობა იყო. 6 ბაზარი იქნა შემოწმებული და 6 ბაზრის 150 მეწარმეს მიეცა გაფრთხილება. ჯამში შეიძლება ითქვას,...
სამტრედიაში, კონსტიტუციის ქუჩაზე და ახალსოფელში, ,,ტუტა მიწის” დასახლებაში ასფალტ-ბეტონის გზა დაიგო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.
დასრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ, მერის პირველმა მოადგილემ – გრიგოლ დალაქიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და ადგილობრივებს გაესაუბრნენ.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა აღნიშნეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასფალტ-ბეტონის გზა ეტაპობრივად ყველგან დაიგება.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ინდიკო”-მ შეასრულა და ის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ სათაფლიაში ახალი ეკო-საგანმანათლებლო ბილიკი მოეწყო.
ოთხკილომეტრიანი ბილიკი მარტივი საფეხმავლოა, მარკირებულია და მის გასწვრივ დამონტაჟებულია საინფორმაციო დაფები. ლაშქრობისას შესაძლებელია მდინარე რიონისა და ხვამლის მთის ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობა – სპეციალურად მოწყობილი პანორამული გადასახედიდან.
სათაფლიაში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 100 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.
ახლადგახსნილი ტურისტული ბილიკი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ – ვალერიან მჭედლიძემ მოინახულა,...
ინფორმაცია, თითქოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მათ შორის რაიონების გამგეობები, პენსიონერებზე 200-ლარიან ფინანსურ დახმარებას გასცემენ, სიცრუე და დეზინფორმაციაა – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამო, დილიდან გამგეობების სერვისცენტრებში პენსიონერების რიგები არ წყდება.
„გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მათ შორის, რაიონების გამგეობები, პენსიონერებზე 200-ლარიან ფინანსურ დახმარებას გასცემს.
აღნიშნული ინფორმაციის გამო, რომელიც სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა, დღეს...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში თანამედროვე სტანდარტების მქონე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნისა და ღია ფიტნესის მშენებლობა იწყება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 167 782 ლარს შეადგენს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტულ ჯგუფებში ჩართვის, სპორტის სახეობების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 9 მინი სპორტული მოედანი, 2 ფიტნეს მოედანი და ერთი სპორტდარბაზი მოეწყობა,...
მარნეულის მერიამ 163 დროშა შეიძინა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ დროშები გამარტივებული წესის 2334 ლარად, ინდმეწარმე ედუარდ ტუნიანისგან იყიდა. დროშების შეძენასთან დაკავშირებით მოხსენებითი ბარათი მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ზაურ ტაბატაძეს, მერიის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილბის ხელმძღვანელმა ბესიკ სეხნიაშვილმა წარუდგინა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ესაჭიროება ეროვნული და ევროკავშირის დროშები.
საქართველოს დროშა ზომით 1მ / 1,5 მ - 115 ცალი.
საქართველოს დროშა ზომით 2მ...
"რეფორმერის" თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით „პარტიის“ მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლითაც მისი შეფასებით, ქვეყანა მასობრივ ჩაკეტვასა და ეკონომიკის ჩამოშლას თავიდან აიცილებს.
ის ხელისუფლებას ეპიდსიტუაციის სწორი მართვისკენ მოუწოდებს.
"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა გამოვლინდა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეპიდსიტუაციას სწორი მართვა სჭირდება.
დღევანდელი ეკონომიკური სიტუაცია და ზოგადად, საზოგადოებრივი განწყობა ცხადყოფს, რომ ჩაკეტვა და ზედმეტი არამიზნობრივი რეგულაციები გამოსავალი არ...
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამეგრელოში პირველივე ტურში გაიმარჯვებს,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, დასახელდება თუ არა ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად გიული ალასანია.
მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოში წარმატების მოლოდინი აქვს.
„სამეგრელოში სამი კანდიდატიდან ორ ოლქში, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილია და ისინი ძალიან სერიოზული კანდიდატები არიან, რომელთაც პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შანსი...
მთიან აჭარაში პროფესიონალი და მოყვარული ველოსიპედისტებისთვის ახალი ველობილიკი მოეწყობა.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, 6 კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. “Down Hill”–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
მათივე ინფორმაციით, სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება.
პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































