აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლა პირველი ოქტომბრიდან დაიწყება

899

მაღალმთიან აჭარაში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბერს საკლასო ოთახში განახლდება.

როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, მაღალმთიან აჭარაში კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, შესაბამისად, სასწავლო პროცესის გადადებაზე საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად იმსჯელეს.

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ხვალიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოსწავლეები დისტანციურ სწავლებას დაიწყებენ.

“საგულისხმოა, რომ ჩვენ დაგვიფიქსირდა კოვიდინფიცირება მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ რესურსცენტრში. შესაბამისად, დღეს ოპერატიული შტაბის ფორმატში საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად სამი მუნიციპალიტეტისა, როგორიც იყო ხელვაჩაური ბათუმი და ქობულეთი, სწავლა მაღალმთიან აჭარაშიც გადაიდება, ხულოში, შუახევსა და ქედაშიც. დისტანციური სწავლება ხვალიდან 15 სექტემბრიდან დაიწყება.

განათლების სამინისტრო მუშაობს და მათ აქვთ დავალებული მოიყვანონ მზადყოფნაში როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები სკოლებში. სკოლების უდიდესი ნაწილი მზად არის, რომ საკლასო ოთახში განახლდეს სწავლა, თუმცა მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში ერთიანად სწავლა დაიწყება საკლასო ოთახებში პირველი ოქტომბრიდან. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ როგორც ტელესკოლის, ასევე დისტანციური სწავლების ნაწილში ყველა მშობელს და მათ შვილებს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს. მათ სამინისტრომ უკვე მიაწოდა შესაბამისი წიგნები, ბუქები პირველი კლასელებისთვის. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული ვითარების ეფექტურად მართვა, ისევე როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.