"ლეიბორისტული პარტიის" წევრი, გიორგი გუგავა თავის Facebook-გვერდზე პარტიების წინაასარჩევნო კამპანიას ეხმიანება:
"გუგავა მოვა-მ" საერთო ეროვნული მხიარულება გამოიწვია და ამ საარჩევნოდ რას ვხედავთ: "დაავალე მიშას", "გისმენს ალეკო", "გამოგივლის გრიშა" , "შემოგევლოს ბიძინა" და ა.შ. მოკლედ, კლასიკა უკვდავია. გუგავა მოვა", - წერს გიორგი გუგავა.
https://www.facebook.com/giorgi.gugava.1/posts/3500548086650123
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახალ კამპანიას იწყებს - "დაავალე მიშას", ხოლო ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი განათავსა ტექსტით - "ალეკო გისმენთ",
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში ინფიცირებულთა ინციდენტობა აღემატება 14 ნიშნულს, რაც აჭარაში ინფექციის გავრცელების პროცესს საყურადღებოს ხდის.
როგორც მან განაცხადა, ინფექციის გავრცელების ნიშნულის გამო აჭარაში ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე მონიტორინგი და რეგულაციები მკაცრდება.
„მივიღეთ გადაწყეტილება, რომ აჭარაშიც გავატაროთ ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა სხვადასხვა რეგიონში, სადაც აფეთქების კერები იყო. იქნება უფრო მეტად გამკარებული მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში,...
ჩვენი მიდგომაა, შემოვიყვანოთ ახალი ავტობუსები, რომლებიც იქნება ყველაზე კომფორტული და სუფთა. რომლებიც პრობლემების გარეშე შეძლებენ ქალაქში გადაადგილებას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვემსახუროთ და მივიდეთ იმ კონკრეტულ ქუჩებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, უნდა შემცირდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაყოვნების დრო. „ტრანსპორტის მოცდის დრო უნდა შეუმცირდეთ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივ...
ძალადობის გამოყენება, დაშინება, მოსყიდვასთან ერთად არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩა ბიძინა ივანიშვილს,- ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე დაშინებასა და მუქარაზე საუბრისას განაცხადა.
სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას დარჩა მხოლოდ დაშინებისა და მოსყიდვის ინსტრუმენტები არჩევნების მოსაგებად.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები არ უშინდებიან ამგვარი ტიპის დაშინებებს და არიან მზად გარდამტეხი ცვლილებებისთვის.
„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ აპირებს ჩაატაროს...
პრემიერი როცა გავხდები, სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად შევასრულებ ყველა დაპირებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ მართლმსაჯულების საკითხზე გაფორმებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
როგორც ვაშაძე აცხადებს, შეთანხმება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის გაზრდის მიზნით, არაერთი რეფორმის განხორციელებას გულისხმობს, საქართველოს მოქალაქეს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს.
„საქართველოში კრიმინალი გაორმაგდა, პროკურატურა მხოლოდ...
სამცხეში, კერძოდ კი N17 ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები ამ დროისათვის სულ ექვსმა პარტიამ დაასახელა. ექვსივე კაცია. მათ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ქართული ოცნება“ - ანტონ ობოლაშვილი
ანტონ ობოლაშვილი დაიბადა 1974 წლის 1-ელ მარტს, ადიგენში, სოფელ უდეში. სწავლობდა უდის N1, ახალციხის N5 და N1 საშუალო სკოლებში.
სკოლის შემდეგ სწავლა განაგრძო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...
წელსაც ხელისუფლებამ ბიუროკრატიული ხარჯები 20 მლნ. ლარით გაზარდა, ვიდრე ეს წინა წლის 6 თვეში იყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ, ხელისუფლების მხრიდან ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდაზე საუბრისას განაცხადა.
სერგი კაპანაძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ კრიზისის დროს, ხელისუფლებას შეემცირებინა ბიუროკრატიული ხარჯები და ის სოციალური დახმარებებისაკენ გადაემისამართებინა, შტატგარეშე მოსამსახურეებისა და ბიუროკრატიული ხარჯების რიცხვი გაზარდა.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ თანხა, რომელიც უნდა დარჩეს ეკონომიკაში,...
„მზად ვართ ვიბრძოლოთ იმისთვის რომ მოვიპოვოთ ჩვენი ხმები, სერიოზული წარმომადგენლებით შევიდეთ პარლამენტში“,- ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის ცენტრალური შტაბის გახსნის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პარტიის ცენტრალურ საარჩევნო შტაბს ირაკლი ჭყოიძე უხელმძღვანელებს. საარჩევნო შტაბის სპიკერი ბექა პეტრიაშვილი იქნება. თბილისის ორგანიზაციას ოთარ თავართქილაძე უხელმძღვანელებს, მამუკა აჩბა კი რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელი იქნება. საერთაშორისო და არასამთავრობო როგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულების თამარ ზურაშვილი უხელმძღვანელებს, ქეთევან ზაქარეიშვილი კი...
ფოთის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია იწყება.
ფოთის მერიის ინფორმაციით, მერიამ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა და პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტია.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა დაასრულოს.
პროექტის ფარგლებში გზის საფარი მოეწყობა 3,4 კმ-იან გზის მონაკვეთზე შემდეგ ქუჩებზე: ბესიკის ქუჩა; კოლხეთის ქუჩა; შალვა ამირანაშვილის ქუჩა; ალექსანდრე მოწერელია ქუჩა; ფაზისის ქუჩა; მემედ აბაშიძის ქუჩა; ქორქიას ქუჩა; ქორქიას ჩიხი...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაცით, თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდება და კვირის ბოლოს ქალაქში ველოსიპედებით გასეირნება მოეწყობა. შესაბამისი განცხადება კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
ამასთან, თბილისის მერმა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დაგეგმილი ყველა პროექტი დედაქალაქში გადაადგილების გამარტივებას ემსახურება.
„დაწყებული გვაქვს ავტობუსების განახლების პროცესი, გვინდა, რომ ჩავანაცვლოთ არსებული ყვითელი ავტობუსები და ძალიან მალე გვეყოლება ყველა ახალი ავტობუსი....
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანში აცხადებენ, რომ ბოლო ორი თვეა სოფელს სასმელი წყალი არ აქვს, 120 ოჯახი წყალს სოფლის ერთადერთი წყაროდან ეზიდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ადგილობრივების განცხადებით, ხელისუფლება წლებია პირდება, თუმცა, სოფელში პრობლემა ჯერ ისევ არ არის მოგვარებული.
„ყოველდღიურად 200 მეტრის გავლა გვიწევს. ყველას ხომ არ შეუძლია ამხელა მანძილიდან წყალი ზიდოს? ორი წელია გვპირდება ენზელ მკოიანი, მილიონი დაიხარჯა, მაგრამ წყალი...
სამცხეში, „ტრიბუნას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა კვარაცხელია, რომელიც 2013-2017 წლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში მუშაობდა, ამბობს, რომ ადიგენში მუსლიმი თემის ირგვლივ გაჩენილი პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მოეგვარებინა, თუმცა, ვერ შეძლო. კანდიდატმა დღეს მედიისა და არასამთავრობო სექტორის კითხვებს უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე აქვეყნებს.
„ტრიბუნას“ კანდიდატმა, საკუთარი ხედვების შესახებ დღეს, 15 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
ყველაზე ხანგრძლივი...
ნინოწმინდა-ახალქალაქის საარჩევნო ოლქში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოცკარ პუთულიანი საარჩევნო პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მან კანდიდატურა, წარდგენიდან 12 დღეში მოიხსნა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
“ლელოს” რეგიონული კოორდინატორი ჯუმბერ ინასარიძე აცხადებს, რომ პუთულიანს წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია.
„მითხრა ვერ შევძლებო და წავიდა“, - ამბობს ინასარიძე.
მისი თქმით, პუთულიანის ადგილას უახლოეს დღეებში სხვა კანდიდატს დაასახელებენ.
პუთულიანი კანდიდატად "ლელომ" ოთხ სექტემბერს დაასახელა.
საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების - ზემო მაჩხაანისა და მირზაანის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენის ვადა 1 ოქტომბერს სრულდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიონ ლარზე მეტია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დაასრულოს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეის...
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, რადიკალურად უნდა შემცირდეს სამთავრობო ხარჯები და აღნიშნული თანხა ხალხს უნდა მოხმარდეს.
მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებებში ბოლო წლების განმავლობაში შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება საშუალოდ 12%-ით იზრდება.
„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გასაჯაროვდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იფლანგება და იხარჯება ჩვენი ფული საჯარო უწყებებში. ამ კვლევის შედეგები არის შემაშფოთებელი და ეხება სწორედ იმას, რაზეც „ევროპული საქართველო“...
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული და ლანდშაფტის განვითარების გეგმა.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება ეროვნული ბაღის სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„მთავრობის სხდომაზე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტარატეგიული გეგმის დამტკიცება მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ლანდშაფტის განვითარების გეგმა წარმოადგენს ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურისა და კოლექციების სივრცითი განვითარების კონცეპტუალურ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































