ჯავახეთში “ლელოს” წარმომადგენელმა კანდიდატურა მოიხსნა

363

ნინოწმინდა-ახალქალაქის საარჩევნო ოლქში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოცკარ პუთულიანი საარჩევნო პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მან კანდიდატურა, წარდგენიდან 12 დღეში მოიხსნა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 

“ლელოს” რეგიონული კოორდინატორი ჯუმბერ ინასარიძე აცხადებს, რომ პუთულიანს წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია.

„მითხრა ვერ შევძლებო და წავიდა“, – ამბობს ინასარიძე.

მისი თქმით, პუთულიანის ადგილას უახლოეს დღეებში სხვა კანდიდატს დაასახელებენ.

პუთულიანი კანდიდატად “ლელომ” ოთხ სექტემბერს დაასახელა.