თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათ ფაქტები და არგუმენტები არ გააჩნიათ. ამ განცხადებით ის ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა, თითქოს წინასაარჩევნოდ სუს-ი არჩევნებში ჩარევას ცდილობს. როგორც კალაძე აცხადებს, ოპოზიციის ბრალდებები წინასაარჩევნო მანიპულაციებია. „ბრალდებები ხშირად ისმოდა, თუმცა არანაირი ფაქტი და მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური მანიპულაციები, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, რომ წარმოაჩინონ ისე, თითქოს ვინმე იჩაგრება, ვინმეს...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერია, სახელმწიფო უწყებების მხრიდან უკანონო თვალთვალზე საუბრობს. გიგა ბოკერიას თქმით, მასაც და მის გუნდის წევრებსაც ხშირად შეუმჩნევიათ სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანები მათი ოფისის წინ, ასევე მათი მობილიზება საარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა ქალაქში. „არაერთხელ შეუმჩნევიათ ჩემი გუნდის წევრებს აქ, ყველამ იცის და საიდუმლო არ არის, რომ სუს-ის მანქანები დაჰყვებიან სხვა ოპოზიციურ ძალებსაც...
სკოლამდელი დაწესებულებებისა და სკოლების მიერ ექსკურსიების ორგანიზებისას სავალდებულო მოთხოვნები მკაცრდება. პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით, 73 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ექსკურსიის ორგანიზებისთვის აუცილებელია, ამავე დაწესებულების დირექტორმა გასცეს სამართლებრივი აქტი, სადაც უნდა მიეთითოს ექსკურსიის ორგანიზატორი დაწესებულება, ამ დაწესებულების მისამართი, მისი დირექტორის ვინაობა, ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის (აღმზრდელ-პედაგოგის) ვინაობა, ყველა მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლებში გადაადგილებაც გათვალისწინებულია...
„საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგია“ არ არის დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით მიღებული სახელმწიფო პოლიტიკა; ამდენად, ის უნდა გაუქმდეს“, - აღნიშნულია „მწვანე ალტერნატივას“ მიერ მომზადებულ ნაშრომში, რომელიც საქართველოს სამთომოპოვებითი მრეწველობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პირველ მცდელობას აფასებს. „საქართველოში წიაღის სექტორის განვითარების დაგეგმვის ლაბირინთები“ ორგანიზაციამ ახლახან გამოაქვეყნა. დოკუმენტი მიმოიხილავს პროცესს, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებით დაიწყო და პოლიტიკის ნაცვლად, სტრატეგიის მიღებით დასრულდა.  ანგარიშში...
"ლეიბორისტული პარტიის" წევრებს დაჭრით დაემუქრნენ. ხმაური დადიანის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტიის წევრებმა საკუთარი საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გააპროტესტეს. პლაკატები სამშენებლო ღობეზე იყო გაკრული, რომელიც "ოცნების" შემომწირველების მშენებლობას ესაზღვრებოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სწორედ "ოცნების" მხარდამჭერებმა დახიეს პლაკატები და მას დაჭრითაც დაემუქრნენ. მომხდართან დაკავშირებით, "ლეიბორისტების" წევრი თემურ წიკლაური დაკითხვაზეა გადაყვანილი. ეს არ არის ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმის პირველი შემთხვევა - ცოტა ხნის წინ, წალკაში...
წალკაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ედვარდ პეტროსიანს თავს დაესხნენ. პეტროსიანი ფიზიკურ ძალადობაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამბობს, რომ გზაზე დახვდნენ და დაემუქრნენ, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" ადგილობრივი წარმომადგენელი ფიწლით გამოუდგა და სცემა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. მანამდე კი დმანისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს დაესხნენ და ამის ამსხვალი ვიდეომასალაც არსებობს. დღეს კი "ოცნების" ადგილობრივი მაღალჩინოსანი "მთავარის" გადამღეჯ ჯგუფს დაესხა თავს და ჟურნალისტს დაჭრით დაემუქრა. მიუხედავად...
პარტია "პროგრესი და თავისუფლების" დამფუძნებელი, "ძალა ერთობაშიას" წევრი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არჩევნებს სუს-ი ატარებს. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობას გააგრძელებს,  არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. "ფიზიკური დაპირისპირება დაუშვებელია.  თუ ესეთი შემთხვევები განმეორდება, დადგება სერიოზული საკითხი ლეგიტიმაციასთან დაკავშრებით და მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაუშვებელი. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ნორმალური არჩევნები... პრაქტიკულად სუს-ი ატარებს საქართველოს არჩევნებს, ეს უნდა მოკვდეს...
"ოცნების" დეპუტატი "მთავარი არხის" ჟურნალისტს დაჭრით ემუქრება. დმანისიში, სოფელ ნახიდურში, მოსახლეობასთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ზონდერები "მთავარის" გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს. "მთავარის" ჟურნალისტს, ჯეჰუნ მუჰამედ ალის დაჭრით ექმურება ადგილობრივ საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატი, ვუგარ ისაევი. შენ აქ ვერ გადაიღებ ვერაფერს, მე ასე მინდა... თქვენ ხართ შანტაჟით დაკავებული. ვინ ხარ საერთოდ მოდიხარ და ჩემს სოფელში ბლატაობ? გითხარი არ...
გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ პრაქტიკულად მოხდეს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მიღებული კანონის აღსრულება. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და ასევე ვეცნობით სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა...
"ლელოს" მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც წინა საარჩევნოდ მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. "ლელოს" ლიდერების თქმით, ქართულ ოცნებას ოპოზიციური პარტიის გაძლიერება აშინებს და მიმართავს თვალთვალის, დაშინებისა და შანტაჟის გზებს.ზეწოლპარტიაში ხმამაღლა საუბრობენ და ფაქტებს ასაჯაროებენ იმ ავტომობილებზე, რომლებიც ლელოს წევრებს ბოლო დროის განმავლობაში უთვალთვალებენ. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე...
020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევარია დარჩენილი. პოლიტიკური პარტიების უმეტესობამ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები უკვე დაასახელეს. რადიო „მარნეული“ დაინტერესდა, თუ როგორია კანდიდატების ხედვები განათლების მიმართულებით. ჩვენთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ განათლების სისტემაში ბევრი პრობლემაა. ის მთავარ გამოწვევად მასწავლებლების არაკომპეტენტურობას ასახელებს. „რეალური პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ გვყავს პროფესიონალი პედაგოგები. ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის...
რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტროტუარებისა და საპარკინგე ადგილების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ზაზა ზაზაძის ინფორმაციით, სამუშაოები ქალაქის რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები ორ ნაწილადაა დაყოფილი. ერთ ნაწილს სამშენებლო კომპანია შპს "გზა" ახორციელებს და პროექტის ფარგლებში, კონსტიტუციის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაცია კოსტავას გამზირიდან ასლანიკაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ფანცუალაიას ქუჩაზე დარჩენილი ტროტუარების რეაბილიტაცია და ასევე, მესხიშვილის ქუჩაზე პარკინგების, გაზონებისა და მოაჯირების მოწესრიგება...
2020 წლის 31 ოქტომბერს თელავში საკრებულოს შუალედური რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის, ცესკოში რეგისტრაცია 13-მა საარჩევნო სუბიექტმა გაიარა. თელავის N17-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის განცხადებით, შუალედური არჩევნები კისისხევში ჩატარდება და ის სამ საარჩევნო უბანს შეიცავს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.  "სოფელ კისისხევში შუალედური არჩევნები ჩატარდება სულ სამ უბანზე. ორი იქნება სოფელ კისისხევში და ერთი სოფელ ნასამხრალში. პარტიების...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ქიმიური ნივთიერებების (სასუქების) საცავის მოწყობა იგეგმება, - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისტროს ვებგვერდიდან ირკვევა, აღნიშნულ საცავის მოწყობას შპს "ოდი" პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გეგმავს. "ქიმიური ნივთიერებების საცავის დანიშნულებას წარმოადგენს სხვადასხვა სასუქების დასაწყობება და შენახვა, რომელთა გადამუშავებას ადგილი ექნება საწარმოს ექსპლუატაციისას, კერძოდ სასუქების დაფქვისა და ერთმანეთთან შერევის გზით სასურველი კომბინაციის (ფორმულის)...
17 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით, წარმომადგენლობითი საბჭოს შეხვედრები ჩატარდება. 10:00 საათზე შეხვედრა დაიწყება სოფელ ვარიანში, ადმინისტრაციულ შენობაში; 11:30-ზე - შინდისში, ასევე ადმინისტრაციულ შენობაში; 13:00-ზე - ნიქოზში, ადმინისტრაციულ შენობაში; 16:00 საათზე საყავრეს მოსახლეობისთვის შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, "სამოქალაქო ბიუჯეტის" პროგრამის მომავალი წლის ბიუჯეტი 2 980 000 ლარს შეადგენს, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ზონაზე განაწილდება, მანამდე...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დაზიანებული სასმელი წყლის მილი ორი თვის შემდეგ გააკეთეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  გორი-კასპის ე.წ. სარაინოთაშორისო მაგისტრალზე წყალი მიწიდან ამოდიოდა, ხოლო ასფალტის საფარმა მნიშვნელოვნად დაიწია და ჩავარდნის საფრთხე შექმნა. სოფელში, სადაც სასმელი წყლის დეფიციტია, წყალი დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში იღვრებოდა. ხიდისთავში სასმელი წყლის ავზი 2017 წელს გააკეთეს, თუმცა, დაზიანებული ქსელის გამო, სოფლის მოსახლეობას წყლის დეფიციტს მაინც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ