17 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით, წარმომადგენლობითი საბჭოს შეხვედრები ჩატარდება.
10:00 საათზე შეხვედრა დაიწყება სოფელ ვარიანში, ადმინისტრაციულ შენობაში;
11:30-ზე – შინდისში, ასევე ადმინისტრაციულ შენობაში;
13:00-ზე – ნიქოზში, ადმინისტრაციულ შენობაში;
16:00 საათზე საყავრეს მოსახლეობისთვის შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, “სამოქალაქო ბიუჯეტის” პროგრამის მომავალი წლის ბიუჯეტი 2 980 000 ლარს შეადგენს, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ზონაზე განაწილდება, მანამდე კი ეწყობა მოსახლეობასთან შეხვედრები, რათა მათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რა უნდა გაკეთდეს თავიანთ თემში.