„ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით“, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
ანა მიქელაძის თქმით, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები არასწორი ინფორმაციის საფუძველზე საარჩევნო ადმინისტრაციის დისტკრედიტაციას ცდილობენ .
„კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიაციების წარმომადგენლები ორგანიზებულდ იღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძებებში და დაუზუსტებელი, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისტკრედიტაციას....
ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში პანდემიის ფონზე არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს, სადაც უპირატესობა მმართველ გუნდს გააჩნია.
როგორც ჯაში აცხადებს, მთავრობამ, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყონ ინეტპარტიული დიალოგი თუ როგორ ხედავენ ისინი სამართლიან და თავისუფალ გარემოში ეპიდვითარების გათვალისწინებით არჩევნების ჩატარებას.
"2020 წლის არჩევნები არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ეს არის ტესტი საქართველოს დემოკრატიის და გარდა დღემდე არსებული პრობლემებისა, რომელიც არჩევნებს ახლდა თან, მმართველი გუნდის ბუნებრივი უპირატესობის...
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ნაირა სამსონიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრება. იურისტები საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე საუბრობენ. ინფორმციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი “ქართული ოცნებიდან”, ნაირა სამსონიძე ობოლაშვილის შეხვედრას 26 სექტემბერს, სოფელ წირაში ესწრებოდა. მას შემდეგ რაც სამსონიძემ “სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი შეამჩნია ტერიტორია დატოვა.
„მე შეხვედრას არ ვესწრებოდი, ისე მე...
თვითმმართველობის რეფორმაში აქტიურად ვმონაწილეობდით, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, 8 წლის განმვლობაში "კონსერვატიული პარტია" „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყო და გაცილებით უფრო დიდია ალბათობა იმის, რომ ისინი ოცნებასთან ერთად გააკეთებენ კოალიცია, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობასთან.
ძიძიგურმა გადაცემაში განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტია“ ყველა იმ წარმატებულ რეფორმასა თუ შეცდომაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც გასული 8 წლის განმავლობაში განხორციელდა.
„ვფიქრობ ძალიან...
COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში, აგრეთვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებით დადგენილი წესები მკაცრდება.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს რეგიონის მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და თავი შეიკაონ მაღალი საფრთხის მქონე რეგიონებში მოგზაურობისაგან.
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე რეგიონში არსებული ეპიდ-ვითარებაზე ისაუბრეს. გაიცა რეკომენდაციები ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში,...
შემდეგი სტატია
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციას მართავენ.
აქციის მსვლელობისას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" მომხრეებსა და წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ადგილზე იმყოფება "რადიო მარნეულის" ჟურნალისტი, რომელმაც მარნეულში მიმდინარე მოვლენები ფეისბუქ ლაივის საშუალებით გაავრცელა.
https://www.facebook.com/marneulifm/videos/3586760291363833
საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სამთავრობო პიარ და აიტი განყოფილებებში მენეჯერები და დასაქმებული ადამიანები იმავდროულად მუშაობენ ე.წ. ფეიკ ფეიჯების ადმინებად, - ამის შესახებ ლელოს წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ლელოს“ „ფეიკ ფეიჯს“, სავარაუდოდ, თავდაცვის უწყების თანამშრომელი მართავს. მისი თქმით, უახლოეს დღეებში ფაქტთან დაკავშირებით „ფეისბუქისგან“ დადასტურებას ელიან.
„როგორც ჩანს, ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ წინასაარჩევნოდ, გადაიღალა ადამიანი, როგორც ჩანს ტექსტები აერია და თავდაცვის...
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე “პატრიოტთა ალიანსის“ სააგიტაციო პლაკატები გარეგანათების ბოძებზეა გაკრული. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულებით, სააგიტაციო მასალის გაკვრა აღნიშნულ ადგილზე აკრძალულია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ასპინძის ქუჩაზე პარტიის პლაკატები რამდენიმე ადგილზეა გაკრული. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების (პლაკატები) განთავსების შესახებ რეგულაციით, პლაკატების გაკვრა გარეგანათების ბოძებზე იკრძალება.
„მე ყველა გაფრთხილებული მყავდა, გააკარით პალაკატები ისეთ ადგილზე, სადაც არ არის...
წინა სტატია
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დმანისში, წალკა, ბოლნისსა და თეთრიწყაროში კახა ოქრიაშვილი, წინასაარჩევნო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად აქეზებს და აორგანიზებს პროვოკაციებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
გოგი მეშველიანი 27 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. როგორც მან პარლამენტის პლენარული სხდომაზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის...
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.
"ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ რეფორმების მიმართულებით მიაღწია. თქვენმა ქვეყანამ უკვე მიაღწია კარგ პროგრესს დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. მოგიწოდებთ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ნატო–ს და მოემზადოთ წევრობისთვის. ვიმედოვნებთ, საქართველო ჩაატარებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არჩევნებს. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და...
წინა სტატია
"ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენისას დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატი არ დაასახელა. პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მათი გუნდის მთავარი მიზანი არა თანამდებობების განაწილება, არამედ გარდამტეხი ცვლილებები და ხალხზე ზრუნვაა, ამიტომაც მთავრობის მეთაურის კანდიდატურას არ ასახელებენ.
ბაქრაძე ამბობს, რომ "ევროპულ საქართველოს" აქვს ამბიცია მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაში წამყვანი ძალა იყოს:
ჩვენი გუნდის ამბიციაა, მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაში ჩვენ ვიყოთ წამყვანი ძალა, შემოვიტანოთ ქვეყანაში...
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ოქრუაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გამარჯვებული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებ იქნებიან: ოთარ შანიძე – ხულო-შუახევი-ქედა; იზა სურმანიძე – ბათუმი; გურამ ჩალაგაშვილი – ხაშური-ქარელი.
„გამარჯვებულმა საქართველომ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვისაც.
ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ სირაბიძე იქნება, ხულო-ხელვაჩაური-შუახევში კი – ასლან ვაშაყმაძე.
შემდეგი სტატია
„ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.
როგორც პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საპარლამენტო გუნდის პრეზენტაციაზე განაცხადა, სიაში მათი წარმომადგენლები რიგითობის მიხედვით არ არიან გადანაწილებული.
სიაში მოხვდნენ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები და სხვა ცნობილი სახეები. სიაში 9 ქალია.
გიგი უგულავა;
ტარიელ ნაკაიძე;
გოჩა გურგუჩიანი;
ლევან თარხნიშვილი;
ზურაბ ჩილინგარაშვილი;
არსენ კარაპეტიანი;
აჰმედ იმამყულიევი;
ირინე აფხაზავა;
გიორგი კანდელაკი;
ზურაბ ჭიაბერაშვილი;
მაია კაციტაძე;
...
29 სექტემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოსპარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
ანგარიში მოიცავს 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 7; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის - 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის - 8; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების - 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13; ...
პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე არსებულ შუა ზოლში დაავადებულ და ხმობად ფიჭვებს ჭრიან. გამწვანებულ თარგში, 33 ძირი, დაავადებული და ზეხმელი ფიჭვის ხე მოიჭრება.
სამუშაოები 29 სექტემბრიდან დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი ადგილზე გაეცნო.
ამასთან, სპეციალური ტექნიკით კუნძების ჩაბურღვაც განხორციელდება და დაავადებული ხეების ნაცვლად ახალი, დიდტანოვანი მწვანე ნარგავები დაირგვება.
ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია Tomicus Destruens...
წინასაარჩევნო პერდიოში, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა კანონით ეკრძალება.
“დარღვევას წარმოადგენს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, საარჩევნო კოდექსით, მას ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და ზოგადად, არჩევნებში მონაწილეობა. მას კამპანიაც აქვს პარტიაში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































