“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საარჩევნო კოდექსით, მას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება

655

წინასაარჩევნო პერდიოში, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა კანონით ეკრძალება.

“დარღვევას წარმოადგენს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, საარჩევნო კოდექსით, მას ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და ზოგადად, არჩევნებში მონაწილეობა. მას კამპანიაც აქვს პარტიაში დაწყებული “დაავალე მიშას”. ეს წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დარღვევას. სააკაშვილთან დაკავშირებით პრობლემას წარმოადგენს ის, როდესაც საკითხი ეხება არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, ასეთ ფაქტებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ის საქართველოში არ იმყოფება, საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ ახდენს აღსრულებას.

რომც შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი აღსრულება შეუძლებელია. ერთადერთი ალტერნატივაა, რომ პოლიტიკურმა პარტიამ უზრუნველყოს ის, რომ მან არ მიიღოს მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში”, – განაცხადა ნიჟარაძემ.